სასარგებლო რჩევები

დეზოდორანტებს ეფექტი სუფთა კანზე აქვთ

დეზოდორანტიწელიწადის თბილ სეზონებზე აქტუალური ხდება ოფლიანობის პრობლემა. ადამიანის სხეულზე დაახლოებით სამ მილიონამდე ოფლის ჯირკვალია. ოფლის გამოყოფის პროცესი აუცილებელია, რადგან ამ სახით ბუნებრივად ხდება სხეულის დაცვა გადახურებისაგან.

თავად ოფლი უსუნოა. არასასიამოვნო სუნს წარმოშობენ ბაქტერიები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ და უყვართ თბილ, ნესტიან გარემოში ყოფნა. დღეს უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს ამ პრობლემის დაძლევა, რადგან ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების ფართო არჩევანია. საკითხავი ის არის, ოფლის საწინააღმდეგო რომელ საშუალებას მივანიჭოთ უპირატესობა, ანტიპერსპირანტს თუ დეზოდორანტს, რადგან მათ შორის სხვაობა არსებობს.

ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენისას საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება, რათა არჩევანში არ შეცდეთ. გაეცანით მის შემადგენლობას.

თუ მასში შედის ტრიკლოზანი, ქლორექსილი, ეთერზეთები, ასეთი დეზოდორანტი ნამდვილად დაგეხმარებათ და დაგიცავთ ოფლის არასასიამოვნო სუნისგან, მაგრამ სამოსზე ლაქებს დატოვებს. ტანსაცმლის დაცვა ანტიპერსპირანტების საშუალებითაა შესაძლებელი, რომლებიც ოფლის ჯირკვლების ბლოკირებას ახდენენ. ამ შემთხვევაში არც ოფლის სუნი შეგაწუხებთ და არც სამოსზე გაჩენილი ლაქები შეგიქმნით დისკომფორტს. ასეთი ეფექტის მიღწევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აღნიშნულ საშუალებებს შემადგენლობაში დაუმატეს თუთია და ამიაკი. თუ სავარჯიშოდ ემზადებით, არ არის საჭირო ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. შესაძლოა მათ კანის შესიება–შეწითლება გამოიწვიონ. დაბოლოს, საჭიროა გახსოვდეთ, რომ ოფლისაგან დამცავი საშუალებები ახალდაბანილ კანზე უნდა გამოიყენოთ, რადგან მხოლოდ ასეთ დროსაა ისინი უსაფრთხო და ეფექტური.