სასარგებლო რჩევები

თუ ნერვებმა გიმტყუნათ

თუ ნერვებმა გიმტყუნათგაზაფხულის დამდეგს ბევრი ჩივის, რომ დაღლილობის შეგრძნება აწუხებს და ადვილად ღიზიანდება, ახლობლებსა და მეგობრებს ყველა წვრილმანზე უნაწყენდება.

მედიკოსები ამას ხშირად ზამთრის დამღლელ სიცივეებსა და ავიტამინოზს აბრალებენ. თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, გარშემო მყოფებს გუნება-განწყობა გაუფუჭოს. უმჯობესია, ექიმს მიმართოთ და თუ სერიოზული არაფერია,

მდგომარეობის გამოსწორებაში შემდეგი მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ:

ერთ ჩაის კოვზ დაფხვნილ პიონის ხმელ ფესვებს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ნელ ცეცხლზე 5 წუთი ადუღეთ. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ სამჯერ დღეში ჭამის წინ. სიმშვიდე და კარგი განწყობა მალე დაგიბრუნდებათ.