დიეტა

მწვანე ჩაისა და ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტი სიმსუქნესთან ბრძოლაში გვეხმარება

მწვანე ჩაისა და ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტიმწვანე ჩაისა და ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტი ადამიანებს სიმსუქნის, გულის დაავადებების, დიაბეტისა და ღვიძლის ცხიმთან ბრძოლაში ეხმარება.

სამხრეთ ქვისლენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინდსი ბრაუნმა ეს პროდუქტები ვირთხებზე გამოსცადა, რომლებიც ცხიმიანი და შაქრით მდიდარი საკვებით იკვებებოდნენ. იმ ვირთხებს კი, რომელთაც ხახვით, მწვანე ჩაით, ზეითუნის ფოთლების ექსტრაქტით კვებავდნენ, ცხიმიანი უჯრედები მცირე რაოდენობით ჰქონდათ და წონაც დაკარგეს. ამასთან, ამ საკვების მიღების შემდეგ მღრღნელებს ღვიძლისა და გულის ფუნქციის გაუმჯობესება აღენიშნებოდათ.

ხახვი და ზეითუნის ფოთლები ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ვაშლში, ჩაისა და წითელი ღვინოშიც მოიპოვება. სწორედ ამ ნივთიერებებმა გააუმჯობესა ვირთხების ორგანიზმი.