გრეიფრუტის დიეტა
გრეიფრუტის ამ დიეტის ხანგრძლივობა 12 დღეა. ამ დროის განმავლობაში თავისუფლად დაიკლებთ 3 დან 7 კგ-მდე. ეს მეთოდი საკუთარ თავზე წარმატებით გამოცადეს კაილი მინოუგმა და ბრუკ შილდსმა.
დიეტის დაცვის წესები:
- აუცილებელია კალორიულობის შეზღუდვა, დღეში მხოლოდ – 800 კალორია;
- დილა დაიწყეთ გრეიფრუტით ან გრეიფრუტის ახალგამოწურული წვენით;
- საუზმესა და სადილზე აუცილებლად მიირთვით გრეიფრუტი. ამავდროულად შეგიძლიათ მიიღოთ თევზი, მოხარშული ან მოშუშული საქონლის, ქათმის ხორცი.
- ყავა – არა უმეტეს 1 ფინჯნისა დღეში.
ნებადართულია:
უცხიმო ხორცი, რძის პროდუქტები – მხოლოდ დაბალცხიმიანი, ხილი, ისპანახი, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა.
აკრძალულია:
დესერტი, გაზიანი სასმელები, კარტოფილი, მაიონეზიანი სალათები, პური, მაკარონი, ყველი, რძიანი ფაფა, კომბოსტო, ბურღულეული, კიტრი, სტაფილო, ტომატი.
დიეტის დადებითი მხარე:
ეს დიეტა საკმაოდ დაბალანსებულია. ნებადართული პროდუქტების სია დიდია და საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტი. გარდა ამისა, გრეიპფრუტი დიდი რაოდენობით შეიცავს იმუნიტეტისთვის ძალიან საჭირო C ვიტამინს.
დიეტის უარყოფითი მხარე:
მხოლოდ 800 კალორია დღეში ძალიან ცოტაა და თუ თქვენ აქტიური ცხოვრების წესს მისდევთ, ანდა ბევრს მუშაობთ, ადვილად იგრძნობთ დაღლილობას და სისუსტეს.