სასარგებლო რჩევები

ჰერპესი – ზამთრის პრობლემა

ჰერპესიეს უსიამოვნო ვირუსული დაავადება დედამიწის მოსახლეობის 40%-ს აწუხებს.

ყველაზე ხშირად ჰერპესი დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. განსაკუთრებულ უსიამოვნებას კი ქალბატონებს უქმნის. ჰერპესული ინფექცია წარმოიქმნება გაციების, ალკოჰოლისა და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მოქმედების საფუძველზე. ასევე, შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს. ცნობილია, რომ 40 წლის შემდეგ ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 60% ავადდება.

ჰერპესის მკურნალობა ანტივირუსული მალამოებით შეიძლება, მაგრამ თუ მათზე ხელი არ მიგიწვდებათ, ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ.

ჰერპესის სამკურნალო ხალხური საშუალებები:

ტუჩის ჰერპესს შველის სოჭის ზეთი. წაისვით მტკივან მონაკვეთზე ყოველ ორ საათში და აუცილებლად ძილის წინ.

ტუჩებზე უსიამოვნო გა­მ­ონაყარის “მოწვა” პრ­ო­პ­ო­ლ­ისის ნაყენითაც შეიძლება. ოღონდ, როცა “მოიწვავთ”, ათი წუთის შემდეგ გვირილის ან კალენდულას ექსტრაქტზე დამზადებული დამარბილებელი კრემი წაისვით.

საერთოდ, ჰერპესის მკურნალობის თითქმის ყველა მეოთდი მტკივნეულია, მაგრამ დაიჯერეთ, სილამაზისთვის ცოტაოდენი ტკივილის მოთმენა ნამდვილად ღირს!

თუ ჰერპესის სამკურნალოდ ზემონახსენები საშუალებებიც არ გაქვთ, მაშინ იარა შეიძლება სპირტით, ოდეკოლონით ან ვალოკორდინით მოიწვათ. უბრალოდ, ბამბის ტამპონი რომელიმე მათგანში დაასველეთ და ჰერპესზე მიიდეთ.

შეგიძლიათ შინაურ პირობებში მალამოც დაამზადოთ:

ერთმანეთში აურიეთ ნახევარი სადილის კოვზი თაფლი, ერთი სადილის კოვზი ფერფლი, შეგიძლიათ ქაღალდის ნაგლეჯი დაწვათ და დარჩენილი ფერფლი გამოიყენოთ და სამი კბილი წვრილად გახეხილი ნიორი. ეს ნაზავი რაც შეიძლება ხშირად წაისვით ტუჩის ჰერპესზე. თუმცა მასზე მარტო ფერფლის მოყრაც შეიძლება.

ყველაზე გავრცელებულ სამკურნალო საშუალებადაა მიჩნეული ქაცვის ზეთი და ალოეს წვენი. მტკივან ადგილზე რეგულარულად წაისვით ალოეს წვენი, უკეთესი ეფექტისთვის კი შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი ჭამის წინაც დალიოთ, ოღონდ ალოეს წვენი ძალიან მწარეა, ამიტომ უმჯობესია, მას თაფლი შეურიოთ.

დაგეხმარებათ საკვები სოდაც. შემოდგით ცეცხლზე ნახევარი ჭიქა წყალი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი საკვების სოდა, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და მოურიეთ. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჰერპესზე მიიდეთ. ესეც მტკივნეული პროცესია, მაგრამ მოითმინეთ! ამ პროცედურის შემდეგ შეიძლება ჰერპესზე სოდიანი ნადები დაგრჩეთ, მაგრამ არ მოიცილოთ. ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.