სასარგებლო რჩევები

ასთმის დროს

ასთმაგამოიყენეთ კონდიციონერი. ის თავიდან აგაცილებთ გარემოში არსებული ალერგენების ოთახში მოხვედრას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეთა ყვავილობის პერიოდში.

გარდა ამისა, კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას. არ დაგავიწყდეთ კონდიციონერში ფილტრის რეგულარული ცვლა. თუ კონდიციონერი არ გაქვთ, სასურველია, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ფანჯრები იშვიათად გააღოთ.

ერიდეთ ოთახში მტვრის დაგროვებას. საამისოდ მინიმუმამდე შეამცირეთ ბალიშების, რბილი ავეჯის რაოდენობა, ზედაპირზე კი ისეთი ნაჭერი გადააკარით ან გადააფარეთ, რომელიც მტვერს ნაკლებად აგროვებს. გაიტანეთ ხალიჩები. ფარდები მსუბუქი ქსოვილისა ჩამოკიდეთ.
ეცადეთ, ოთახში ტენი ნაკლები იყოს.

მოგიწევთ, დაემშვიდობოთ ცხოველებსა და ფრინველებს, დარწმუნდეთ, რომ ოთახის მცენარე ალერგენი არ არის.

რეგულარულად დაალაგეთ ოთახი სველი წესით.

თუ შეამჩნიეთ, რომ სიცივეში სუნთქვა გიჭირთ, სიცივეში შინიდან გასვლისას ცხვირ-პირზე კაშნე აიფარეთ.

მსუბუქი ვარჯიში ხელს შეუწყობს სასუნთქი სისტემისა და გულის ფუნქციის გაუმჯობესებას.
გახსოვდეთ: ჭარბი წონა ამძიმებს ასთმის მიმდინარეობას.

თუ ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ასთმის მიმდინარეობას ამძიმებს.