სასარგებლო რჩევები

გველის ნაკბენი და პირველადი დახმარება

გველის ნაკბენისაქართველოში სხვადასხვა სახეობის შხამიანი გველი ბინადრობს. მათ შორის ყველაზე სახიფათოა გიურზა. მისმა ნაკბენმა მძიმე მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო ბავშვისათვის კი სასიკვდილოც კი იყოს.

გველის კბენისთანავე ადამიანს ეწყება ტკივილი და წვა, ნაკბენი ადგილი სივდება. შეშუპება სწრაფად ვრცელდება მთელ კიდურზე, კანი გაწითლებულია, ჩნდება კანქვეშა სისხლჩაქცევები.

თავს იჩენს ზოგადი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა, ტემპერატურის მომატება, მძიმე შემთხვევებში იწყება ფაღარათი, ბოდვა, არტერიული სისხლის წნევა ეცემა.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა: ნაკბენი ჭრილობიდან ხელით გამოვწუროთ სისხლი და მასთან ერთად შხამი. ამის შემდეგ ნაკბენი უნდა გამოვწუწნოთ პირით და გადავაფურთხოთ (პირის ღრუს ლორწოვანა არ უნდა იყოს დაზიანებული).

დროებით, სანამ ჭრილობას გამოვწუწნიდეთ, შეიძლება ნაკბენი ადგილის ზემოთ კიდურზე შემოვუჭიროთ ლახტი, მაგრამ მცირე ხნით.

გველის მიერ დაგესლილი ადამიანი უნდა დაწვეს, შეწყვიტოს ყოველგვარი აქტიურობა, განსაკუთრებით კი დაკბენილი კიდურისა. უმჯობესია თუ კიდურს დავაკრავთ უძრავად არტაშანზე, ფიცარზე ან ჯოხზე. გველის მიერ დაგესლილი ადამიანი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში.