დიეტა

გახდომა საუზმითაც შეიძლება

გახდომა საუზმითორკვირიანი დიეტა

1-ლი დღე – 2–3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან, უმჯობესია), ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით;
მე-2 დღე – 400–500 გრამი უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი, ესეც ნაკლებ ცხიმიანი;
მე-3 დღე – ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი;
მე-4 დღე – 500 გრამი ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი, 1 ლიტრი კეფირი;
მე-5 დღე – ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
მე-6 დღე – 400–500 გრამი უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი (ესეც ნაკლებ ცხიმიანი);
მე-7 დღე – ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით;
მე-8 დღე – 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად;
მე-9 დღე – ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ზეითუნის ზეთით შეზავებული კიტრისა და პამიდვრის სალათი;
მე-10 დღე – 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრისა და ზეითუნის ზეთით შეზავებული პამიდვრის სალათი;
მე-11 დღე – 2 ცალი კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი;
მე-12 დღე – 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით;
მე-13 დღე – 300 გრამი ქათმის ხორცი, 2 ცალი კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად;
მე-14 დღე – 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლიტრი კეფირი.

* * *
დიეტის დაწყების წინა დღეს ვაკეთებთ განტვირთვის დღეს, მივირთმევთ მხოლოდ გამოხდილ წყალსა და ვაშლს მთელი დღის მანძილზე.

1-ლი დღე – 2 ჭიქა მოხარშული წიწიბურა მაწონთან ერთად;
მე-2 დღე – იგივე, რაც პირველ დღეს;
მე-3 დღე – ერთმანეთში არეული 1 ქილა მაწონი და 1 კოვზი ხსნადი ყავა;
მე-4 დღე – ყავიანი მაწონი;
მე-5 დღე – ჰერკულესი და ვაშლი რამდენიც გნებავთ;
მე-6 დღე – დილით ჰერკულესი, შუადღეს წიწიბურა ერთი საშუალო ულუფა მაწონთან ერთად;
მე-7 დღე – ყავიანი მაწონი;
მე-8 დღე – დღის მანძილზე 6 ცალი სოსისი;
მე-9 დღე – დილით ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, შუადღეს 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, საღამოს ერთი ქილა მაწონი;
მე-10 დღე – დილით ჰერკულესი ერთი ჭიქა, შუადღეს 2 ცალი სოსისი, საღამოს 1 ჭიქა მაწონი;
მე-11 დღე – ყავიანი მაწონი. ან 2 ლიტრი გამოხდილი წყალი.
აუცილებელია დღეში მინიმუმ 2 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი და ბევრი სითხე. 12 დღის მანძილზე დაიკლებთ 7–დან 10 კილომდე.

გერმანული დიეტა
ყველა საკვები უნდა მიიღოთ უშაქროდ და უმარილოდ. აუცილებელია, ყოველდღიურად 1,5 წყლის მიღება. ამ დიეტით შესაძლებელია დაიკლოთ წონაში 8–13 კილოგრამამდე.

1-ლი დღე
საუზმე: შავი ყავა უშაქროდ;
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 პამიდორი;
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი უმარილოდ.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ორცხობილათი;
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი უმარილოდ, კომბოსტოს სალათა ზეთით;
ვახშამი: 200 გრამი ხორცი, 1 ჭიქა მაწონი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ორცხობილათი;
სადილი: 1 ცალი ბადრიჯანი შემწვარი ზეთში, 1 ვაშლი;
ვახშამი: 2 კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ხორცი, კომბოსტოს სალათა ზეთით.

მე-4 დღე
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 3 ცალი სტაფილო ზეთში, 15 გრამი ყველი;
ვახშამი: ხილი.

მე-5 დღე
საუზმე: 3 ცალი გახეხილი სტაფილო ან სალათა უზეთოდ;
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, 1 პამიდორი;
ვახშამი: ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ყავა;
სადილი: ნახევარი ქათამი, კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა უზეთოდ;
ვახშამი: 2 კვერცხი, 1 სტაფილო (გახეხილი).

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი;
სადილი: 200 გრამი ხორცი, ხილი;
ვახშამი: რომელიც გსურთ ამ დიეტის ვახშმებიდან.

მე–8 დღეს იგივე, რაც მე–6 დღეს.
მე–9 დღეს იგივე, რაც მე–5 დღეს.
მე–10 დღეს იგივე, რაც მე–4 დღეს.
მე–11 დღეს იგივე, რაც მე–3 დღეს.
მე–12 დღეს იგივე, რაც მე–2 დღეს.
მე–13 დღეს იგივე, რაც 1–ლ დღეს.
მე–14 დღეს იგივე, რაც მე–7 დღეს.

გასახდომი საუზმე
თქვენი კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ ან ძალიან შეზღუდოთ ტკბილეული და ცომეული და დაიკლებთ. გასახდომად საჭიროა თვეში 10 დღის განმავლობაში ისაუზმოთ შემდეგი ნარევით:

500 გრამი მაწონი;
150–200 გრამი უცხიმო ხაჭო;
1 მუჭა გოგრის გაფცქვნილი თესლი;
5 ცალი ქიშმიში;
3–4 ცალი შავი ქლიავის ჩირი;
1 ვაშლი;
მარილი, შავი პილპილი, მწვანილი – გემოვნებით.

ეს ყველაფერი კარგად უნდა ათქვიფოთ ბლენდერში და დილაობით მიირთვათ. თუ მთლიან პორციას ვერ მოერევით, მაშინ რამდენსაც მოერევით, იმდენი მიირთვით.