დიეტა ბერძნული სიტყვაა და კვების რეჟიმს ნიშნავს
დიეტა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ადამიანის კვების რეჟიმს ნიშნავს. ამიტომ დიეტა თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი, ამიტომაც ექიმის გარეშე დიეტის დაცვა არაა სასურველი.
არ არსებობს დიეტა რომელიც ერთნაირად ეფექტური იქნება სხვადასხვა ორგანიზმისათვის.
ადამიანები დიეტას უმეტესად ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო მიმართავენ, სწორედ ამიტომ ინდივიდუალური გამოკვლევებით უნდა დადგინდეს თუ რა ტიპის დიეტა ესაჭიროება ამა თუ იმ ადამიანს და შეირჩეს მისთვის შესაფერისი დაბალანსებული კვების რეჟიმი,რაც მისცემს საშუალებას განთავისუფლდეს ჭარბი წონისგან ისე რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოს.
ჭარბი წონისგან განთავისუფლება არა მხოლოდ დიეტით არამედ ვარჯიშითაც შეგვიძლია.