დიეტა

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდ

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდწონის პრობლემაზე ზრუნვას ქალბატონები განსაკუთრებული მონდომებით გაზაფხულზე იწყებენ. საინტერესოა, რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დროს, რომ შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყოს და ჯანმრთელობასაც არაფერი ვავნოთ?

წესები მარტივია:

  1. მშიერ კუჭზე არასდროს დაიწყოთ საჭმლის მომზადება. შიმშილის შემოტევის დროს ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, ასე სასუსნავზე ხელი არ წაგიცდებათ.
  2. კერძი იოდიზებული მარილით შეაზავეთ. იოდი ორგანიზმში ცხიმების წვის კატალიზატორია.
  3. დილით, უზმოზე, სირჩა ზეითუნის ზეთი დალიეთ – ნივთიერებათა ცვლას გაიუმჯობესებთ.
  4. ეცადეთ, მეორე კერძი შედარებით ცხარე იყოს. ტკბილეულისადმი ლტოლვას ჩაახშობთ.
  5. სადილის წინ ფინჯანი ბულიონი მიირთვით. ასე დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და ძირითად კერძს გაცილებით ნაკლებს შეჭამთ.
  6. ძირითადი კერძის მირთმევამდე ასევე სასურველია, ორი ნატეხი შაქარი შეჭამოთ, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე აიწევს და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
  7. ეცადეთ, პურეულზე საერთოდ უარი თქვათ.
  8. როგორც წესი, დასვენების დღეებში მადა ძლიერდება. ამიტომ უიკენდებზე ეცადეთ, საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთი ირბინოთ, რაც ტვინში სეროტონინის გამომუშავებას აძლიერებს. ეს ჰორმონი კმაყოფილების შეგრძნებას აჩენს და მადას თრგუნავს.
  9. ტკბილეულის მოყვარულთათვის რეკომენდებულია, საყვარელი ნამცხვრები და შოკოლადი ტკბილი ხილითა და ხაჭოთი ჩაანაცვლონ.
  10. საკვები ყოველ სამ საათში მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ. ამის წყალობით, ნივთიერებათა ცვლას საჭირო დონეზე შეინარჩუნებთ და ორგანიზმს კალორიების მომარაგება არ დასჭირდება.
  11. მხოლოდ სალათებით ნუ შემოიფარგლებით. მათთან ერთად მიირთვით ცოტა მჭლე, მოხარშული ხორცი. ასე გაცილებით უკეთ დანაყრდებით.
  12. ორგანიზმი B6 ვიტამინით რეგულარულად მოამარაგეთ, ეს ხელს უწყობს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. ყველაზე დიდი რაოდენობით სეროტონინს ქამა სოკო და რძის პროდუქტები შეიცავს.