სასარგებლო რჩევები

რატომ ვცივდებით ზაფხულში

რატომ ვცივდებით ზაფხულშიგარუჯვა იმუნიტეტს ასუსტებს:
ერთი მხრივ ზაფხულში გაციება ალოგიკურია, ვინაიდან თბილა. მეორე მხრივ, ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება და განსაკუთრებით უსიამოვნოა.

ზაფხულში გაციების ძირითადი მიზეზი – დასუსტებული იმუნიტეტია. მას აუძლურებს მზე (ნამზეური იმუნიტეტისთვის დარტყმაა) და ახალ პირობებთან შეგუების აუცილებლობა, თუ სხვა კლიმატურ ზონაში გაემგზავრებით (ალკიმატიზაცია, უჩვეულო საჭმელ-სასმელი ორგანიზმისათვის სტრესია).

არსებობს სხვა ბანალური რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ზაფხულში რატომღაც ვივიწყებთ:

1) უეცარი გაგრილება:
ერთბაშად სამი ნაყინი, გაყინული მინერალური წყალი ან ლუდი ზაფხულში გაციების საფუძვლიანი მიზეზია. ყელის მკვეთრი გაგრილება ცხვირ-ხახაში ყოველთვის არსებულ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს ააქტიურებს.
2) ტემპერატურის დაცემა:
მზეს ვეფიცხებით შემდეგ კი გასაგრილებლად პირდაპირ წყალს მივაშურებთ. ესეც რისკის ფაქტორია.
3) ორპირი ქარი:
კონდინციონერი სამუშაოზე ან მანქანაში, ღია ფანჯარა სახლში, კუპეში, გრილი ნიავი გემზე. დასაწყისში სასიამოვნო სიგრილე გაციებაში გადადის.

თავდაცვის ღონისძიებები
ყელი არ აგტკივდებათ, თუ ცივ სასმელს, განსაკუთრებით ყინულიანს საწრუპავის გარეშე პატარა ყლუპებით დალევთ. ამ დროს სითხე ჯერ პირში თბება და მხოლოდ შემდეგხვდება ყელში. შუა აზიაში გონივრულად იქცევიან – სიცხეში ცხელ ჩაის სვამენ და შედეგად არ აცემინებენ.

ციტრუსოვნები, თაფლი, რძე შუშხუნა მინერალური წყლით და ყველაფერ ამას პლუს სუფთა ჰაერი –დაწყებულ გაციებასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი საშუალებებია.

აქტიური წერტილების მასაჟი სწრაფად გამოჯანმრთელებასა და ტონუსში ყოფნას ეხმარება. ასევე კარგია მშრალ, ცხელ ქვიშაზე და ცხელ მიწაზე, ველზე სიარული.
სასარგებლოა გვირილის კალენდულას სალბის ნაყენის სმა.