რა დაავადებაა ქლამიდიოზი და რატომ არის ის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის
ქლამიდიოზით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება. ამის მიზეზი კი თავისუფალი სექსი, აღვირახსნილობა, სქესობრივი ცხოვრების ადრეული ასაკიდან დაწყება, ქორწინების გარეშე ურთიერთობა, იმუნიტეტის საერთო დაქვეითებაა. დაავადების მსხვერპლი, ძირითადად 20-დან 35 წლამდე ადამიანები არიან და მამაკაცებთან შედარებით, ქალები, უფრო მეტად ავადდებიან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქლამიდიოზის მკურნალობა ხანგრძლივი და ურთულესი პროცესია.
ქლამიდიოზი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და შარდსასქესო გზით გადადის. თუ ის ორგანიზმში მოხვდა, კარგად „ჩაჯდება” თვალის კონიუნქტივიტში, ურეთრაში, საშვილოსნოს ყელში, სწორ ნაწლავში. ამ დროს, სამწუხაროდ, პაციენტებს, არ აღენიშნებათ უსიამოვნო შეგრძნებები და სიმპტომები სუსტად გამოხატულია.
ქლამიდიოზით დაავადებულ მამაკაცებს დილას, შარდვისას, აქვთ თეთრი გამონადენი, ქალებს კი – ლორწოვანი გამონადენი, მუცლის ქვედა არეში ტკივილი და მენსტრუალური ციკლის შეფერხება აღენიშნებათ.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ქლამიდია უნაყოფობასაც იწვევს. დაინფიცირებულ ორსულებში, შეიძლება, აღინიშნოს ნაადრევი მშობიარობა ან მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი პროცესები განვითარდეს.
ბავშვი, რომელიც ქლამიდიათი დაინფიცირებული დედისგან ჩნდება, რისკის ქვეშ იმყოფება, სიცოცხლის პირველ თვეებში შეიძლება მას განუვითარდეს პნევმონია, თვალის ინფექციები, მომავალში კი – ფილტვების ან სახსრების დაავადებები.
თუ ადამიანი ამ პარაზიტებს ხანგრძლივად ატარებს, შეიძლება, განვითარდეს პნევმონიის ქლამიდია, რაც ასთმით მთავრდება. ასევე, ბაქტერია იწვევს ათეროსკლეროზს, ცისტიტს, იშემიასა და პიელონეფრიტს.
მამაკაცებში ხანდახან ერთდროულად ხდება შარდსასქესო ორგანოების, სახსრებისა და თვალის დაავადებების განვითარება. ასევე, ზიანდება ურეთრა და იწყება პროსტატიტი. ამიტომ, საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ გამოკვლევა ქლამიდიოზზე და, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.
მის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, იმუნომოდულატორები და ფიზიოთერაპია. თვითნებური მკურნალობა სასტიკად აკრძალულია, რადგან ასე ინფექციას უფრო გაამწვავებთ.
გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავი შეიკავეთ სქესობრივი ცხოვრებისგან. მკურნალობის შემდეგ მიიღეთ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, მიირთვით რძემჟავა პროდუქტები და ნაღველმდენი ბალახეული ნაკრების ჩაი, რომ კუჭ-ნაწლავის ფლორა არ გაღიზიანდეს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მარილიანი, შებოლილი და ცხიმიანი საკვები.