ავიტა, მედიკამენტები

ენზიმინი®/Enzymin

ენზიმინი®/Enzymin – საერთაშორისო დასახელება:  pancreatine, simethicone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 170 მგ პანკრეატინს (რაც შეესაბამება ამილაზას 2040 მე Phr.eur., ლიპაზას2550 მე Phr.eur. და პროტეაზას 170 მე Phr.eur. მინიმალურ აქტივობას)და 80 მგ სიმეთიკონს. საღებავი: ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენზიმინი- კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს და სიმეთიკონს. პანკრეასის ფერმენტები მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში და ხელს უწყობენ მათ უკეთეს შეწოვას წვრილ ნაწლავში. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს ისინი აკომპენსირებენ გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და ხსნიან კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. სიმეთიკონი წარმოადგენს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მეტეორიზმს განვითარებას.ენზიმინის ტაბლეტების გარსი იცავს ფერმენტებს კუჭის მჟავე გარემოში და უნარჩუნებს მათ აქტივობას.

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა:მეტეორიზმი, მუკოვისციდოზი, ქრონიკული პანკრეატიტი, აეროფაგია;
  • საკვების ათვისების დარღვევა (კუჭის, წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, საკვების დაჩქარებული ევაკუაცია);
  • მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინმეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);
  • ნაწლავების ფერმენტული უკმარისობის თანდაყოლილი ფორმები (ცელიაკია, ძროხის რძის აუტანლობა).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღებაარ არის მიზანშეწონილი ექიმის დანიშნულების გარეშე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდანარ არსებობს მონაცემებიამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.

გვერდითი ეფექტები:
პრეპარატს ახასიათებსკარგი ამტანობა. ძალიან იშვიათია – გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები. დოზის გადაჭარბების დროს შესაძლებელია საფაღარათო ეფექტის გამოვლენა.

დოზირება:
ენზიმინი მიიღება 1-2 ტაბლეტი ჭამის დროს, დაუღეჭავად. დიაგნოსტიკური კვლევის წინ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს ორი დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25°C -მდე ტემპერატურაზე
შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა:
ენზიმინი გარსიანი ტაბლეტები #20
გაცემის წესი: რეცეპტით

მწარმოებელი:
Munir Sahin Ilac San. ve Ticaret. Cavusoglu Mah. Sanayi Cad. Istabul. Turkey