მედიკამენტები, სანოფი-ავენტის

პლავიქსი (PLAVIX)

პლავიქსი
(PLAVIX) CLOPIDOGREL

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14ც
კლოპიდოგრელი………………………………………………………….75 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პლავიქსი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას თრომბოციტების თანამოსახელე რეცეპტორებთან და ადენოზინდიფოსფატის მიერ გლიკოპროტეინ GPIIb/IIIa კომპლექსის მომდევნო აქტივაციას, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებას. პლავიქსი ასევე აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რომელიც გამოწვეულია სხვა აგონისტებით. პლავიქსი შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების ადფ რეცეპტორებს, აქედან გამომდინარე, მასთან ურთიერთქმედებაში მყოფი თრომბოციტები დაზიანებულნი არიან მათი სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში. თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენის სისწრაფე შეესაბამება მათი განახლების სისწრაფეს.
კლინიკური კვლევისას – პირველსავე დღეს – 75 მგ პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას ადგილი ჰქონდა ადფ-ით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას. პრეპარატის მაინჰიბირებელი ეფექტი პროგრესულად ძლიერდებოდა და სტაბილური მდგომარეობა აღინიშნებოდა 3-7 დღის შემდეგ. ამასთან, ინჰიბირების საშუალო დონე 40-დან 60%-მდე აღინიშნებოდა პრეპარატის 75 მგ სადღეღამისო დოზის მიღებისას. მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ, თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდებოდა საწყის დონეს.
ფარმაკოკინეტიკა
პლავიქსი სწრაფად შეიწოვება პერ ოს მიღების შემდგომ და ორგანიზმიდან გამოიყოფა 50%
შარდით, 46% ფეკალური მასებით, შეყვანიდან 120 საათის განმავლობაში.
პლავიქსი (კლოპიდოგრელი) წარმოადგენს მოქმედი ნივთიერების პრეკურსორს. მისი აქტიური მეტაბოლიტი, თიოლური წარმოებული, წარმოიქმნება კლოპიდოგრელის დაჟანგვით კლოპიდოგრელ-2-ოქსო-კლოპიდოგრელად და მომდევნო ჰიდროლიზის შედეგად. აქტიური თიოლური მეტაბოლიტი, რომელიც იზოლირებულ იქნა ინ ვიტრო, სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. აღნიშნული მეტაბოლიტი პლაზმაში არ ფიქსირდება
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება იშემიური დარღვევების პროფილაქტიკისათვის:
– მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის გადატანის შემდგომ პერიოდში ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებების დროს;
– მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი), აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება დოზით 75 მგ ერთხელ დღეში,საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში, შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე, (არასტაბილური სტენოკარდია, ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) პრეპარატი გამოიყენება, საწყისი დოზით 300 მგ ერთჯერადად, შემდგომში ერთხელ დღეში 75 მგ-ის ოდენობით (აცეტილსალიცილის მჟავასთან 75-325 მგ დღეში კომბინაციაში). არ არის რეკომენდებული 100 მგ-ზე მეტი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას მიღება სისხლდენის წარმოშობის საშიშროების გამო. მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი ფორმალურად დადგენილი არ არის. ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის
შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
უკუჩვენებები
– პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
– მწვავე სისხლდენა, მაგ. გამოწვეული პეპტიური წყლულით ან თავის ტვინში სისხლჩაქცევა;
– ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. კვლევების შედეგად არ არის დადგენილი აღწევს თუ არა პრეპარატი დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში სისხლდენისა და გვერდითი ჰემატოლოგიური ეფექტების გამოვლენისას
დაუყოვნებლივ საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება. როგორც ყველა სხვა ანტიაგრეგაციულისამკურნალო საშუალებები, ასევე კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში _ სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში, ტრავმების, ქირურგიული ჩარევის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობისას. სიფრთხილეა საჭირო კლოპიდოგრელის კომბინაციისას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, GPIIბ/IIIa გლიკოპროტეინების
ინჰიბიტორებთან და თრომბოლიზურ სამკურნალო საშუალებებთან. აუცილებელია საგულდაგულოდ ვაკონტროლოთ პაციენტების მდგომარეობა სისხლდენის დროს, ფარული სისხლდენის ჩათვლით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში და/ან გულზე ინვაზიური პროცედურის, ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. ვარფარინისა და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა შეფასდეს სისხლდენის რისკი.
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, როდესაც ანტიაგრეგანტული მოქმედება არ არის სასურველი, კლოპიდოგრელით მკურნალობის კურსი საჭიროა შევწყვიტოთ ოპერაციამდე 5-7 დღით ადრე. კლოპიდოგრელის გამოყენებისას ძალიან იშვიათად (1/200000 პრეპარატით ნამკურნალევ პაციენტზე), შესაძლებელია თრომბოციტოპენიური პურპურას განვითარება, რომელიც ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემიით, ნევროლოგიური დარღვევებით, თირკმელების დისფუნქციით, ჰიპერთერმიით.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში. პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ჭარბი დოზირება
კვლევების შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები. ასევე არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექცია, კლოპიდოგრელის მოქმედება შესაძლებელია შეჩერდეს თრომბოციტული მასის გადასხმით.
შენახვის პირობები და ვადა
არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
მისამართი:
სანოფი – ავენტის ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში
თბილისი 0103, მეტეხის ქ # 22
ტელ:227 36 91;227 36 92;227 36 93
ფაქსი:277 16 02