კამელინი, მედიკამენტები

კამელინი M4

კამელინი M4
სავაჭრო დასახელება: "კამელინი M4"
წამლის ფორმა: რექტალურვაგინალური სუპოზიტორიები

შემადგენლობა: კამელინი М 0,7გრ, ფუძე ვიტეპსოლი H 15 1,3 გრ
სამკურნალო საშუალება "კამელინი M4" მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალააქტიური ნივთიერებები: კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლენი, ალდეჰიდები, ფურფუროლი.
აღწერა:რექტალურვაგინალური სანთლები ღია ყავისფერი, 2,0 გრ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: "კამელინ M4" ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.
ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის. საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ჰემორეა.
მიღების წესი: მოზრდილებში 1 სანთელი დღეში. 12 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.
გვერდითი (მოვლენები) ჩვენებები:თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები:მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება:რექტალური გზით სანთლების ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს
ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 10 სანთელი ერთ შეფუთვაში "კამელინი M4" 2,0 გრ

შენახვის პირობები:ინახება მშრალ, გრილ, (815 °C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:2 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები:გაიცემა ურეცეპტოდ.
მისამართი:
ძმები ზუბალაშვილების ქ. 49, 0108, თბილისი, საქართველო
ტელ.: 985 778;710 480;986 225
ელ-ფოსტა: info@camelyn.ge
www.camelyn.ge