სასარგებლო რჩევები

დიეტა, როგორც დეპრესიის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება

დიეტა, როგორც დეპრესიის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალებაქალაქ უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც 10 წელი გრძელდებოდა და რომელშიც მონაწილეობა 20-დან 93 წლამდე ასაკის 1000-მდე ქალბატონმა მიიღო.

კვლევის დროს ხდებოდა კავშირის განსაზღვრა ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კვებას, წონას, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობას, განათლებასა და მავნე ჩვევებს შორის.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დეპრესიულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კვების რაციონი.

მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ის 50%, რომელიც ჭარბად მოიხმარდა ცომეულს, პიცას, ჰამბურგერსა და ჩიფსს, სხვებისგან განსხვავებით, დეპრესიული მდგომარეობისკენ მეტად იყო მიდრეკილი;

შედარებით იშვიათად ხდებოდა დეპრესიის დიაგნოსტირება იმ ქალბატონებში, რომლებიც იკვებებოდნენ ხილით, ბოსტნეულით, ხორცით და თევზით, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა მათ შორის, ვინც მოიხმარდა პარკოსნებს, კაკალს, იოგურტს და წითელ ღვინოს.