სასარგებლო რჩევები

თბილისში ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს.

„ჯანმრთელობაინფო“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა   ფერომონიანი დამჭერების განთავსება  თბილისის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს.

დედაქალაქის მასშტაბით და შემოგარენ სოფლებში 250  მონიტორინგის სისტემის განთავსებაა დაგეგმილი.

შესაბამისი ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, თბილისის მერიასთან შეთანხმებით დაიგეგმება“, – ნათქვამია სურსათის სააგენტოს ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სურსათის სააგენტოს ცხელ ხაზს: 15 01.

©სურსათის ეროვნული სააგენტო