მარტოობა მოწევაზე უარესია
დადგენილია, რომ სოციალური იზოლაცია ისევე ვნებს ჯანმრთელობას, როგორც სიგარეტის მოწევა და სპირტიანი სასმელები.
ამას იმ გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომელიც იუტას შტატში ჩატარდა.
გასაჭირში მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანადგომა ორჯერ ზრდის ჯანმრთელი სიბერის შანსს.
300 ათასი ადამიანის გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მარტოობა ისევე ვნებს ორგანიზმს, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმლის მიღება.
მარტოობა გაცილებით საშიშია, ვიდრე უმოძრაობა და ორჯერ მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიმსუქნეს.
შედეგები მოულოდნელია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური მარტოობა ნაადრევი სიკვდილის რისკფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც სხვებზე ზრუნავს, გრძნობს გარკვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ თავსაც მეტ ყურადღებას აქცევს.