ვაშლი მეხსიერებას აძლიერებს, შავი ყურძენი კი სიმსივნეებისგან გვიცავს
კვლევებით დადგინდა, რომ თავისა და მუცლის ტკივილს ადვილად დაამარცხებთ, თუ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევთ.
ბროკოლი და ისპანახი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით: ხსნის სტრესს, ადუნებს გლუვ კუნთებს და ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძილისა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნეირომედიატორულ სეროტონინს ააქტიურებს.
შავი ყურძენი, სტაფილო, პომიდორი, გოგრა და ატამი საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნეების წინააღმდეგ.
ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ზრდას ოქსიდანტურ სტრესს უწოდებენ. სწორედ ეს პროცესი იწვევს მეხსიერების გაუარესებას, ინტელექტის დაქვეითებასა და დაბერების სწრაფ პროცესს. მას წარმატებით და ეფექტურად ებრძვის ხილი.
თუ დღეში სამ ცალ ვაშლს შეჭამთ, მეხსიერების დაქვეითება არასდროს შეგაწუხებთ. შეგიძლიათ, დღეში ორი ჩაის ჭიქა ვაშლის ახალგამოწურული წვენიც დალიოთ.
ბევრი ადამიანი დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევს. ჭარბი კოფეინი კი ღვიძლსა და თირკმელებს ვნებს. თუ ყავას ვერ ელევით, მაშინ, კოფეინის გასანეიტრალებლად, მასში ცოტაოდენი დარიჩინი ან კოჭა ჩაუმატეთ.