დეპრესია დაავადებაა, რომელსაც სასწრაფოდ უნდა უმკურნალოთ
დეპრესია ის დაავადებაა, რომელსაც აუცილებლად და სწრაფად უნდა უმკურნალოთ. თუ ეჭვი გაქვთ დეპრესიაზე, მაშინ დააკვირდით მის დამახასიათებელ, გამოკვეთილ ფორმებს, მაგალითად:
- თუ მოთენთილობა, უგუნებობა და ტანში მტვრევის შეგრძნებები ხშირად გაქვთ, ყურადღება მოდუნებულია და აზრი ხშირად გეფანტებათ;
- გაღვიძების შემდეგ, კარგა ხანს, უგუნებოდ, ნაღვლიანი და ცუდი ფიქრების ტყვეობაში ხართ;
- დეპრესიული განწყობა გეუფლებათ მაშინაც კი, როცა ამის მიზეზი არ არსებობს;
- დღისით გეძინებათ, ღამით კი დაძინება გიჭირთ, ან ადრე გეღვიძებათ და ვეღარ იბრუნებთ ძილს;
- ხშირად ფიქრობთ სიკვდილზე.
გირჩევთ, არ დანებდეთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, თავი ხელში აიყვანეთ და დაიწყეთ მკურნალობა.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დეპრესიის დროს აუცილებლად დაგეხმარებათ:
- დეპრესიის დროს ყოველთვის არ არის საჭირო ანტიდეპრესანტების სმა;
- ამ დროს კარგია კომპლექსური მიდგომა – ფსიქოთერაპია და ინდივიდუალურად დანიშნული წამლების მიღება;
- ნერვული სისტემის პროცესის დარეგულირებისთვის საჭიროა ტრანკვილიზატორებისა და ნეიროლეპტიკების მიკროდოზების მიღება;
- ადამიანის ორგანიზმს ამ დროს აუცილებლად ესაჭიროება B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი, ასევე, ფოლიუმის მჟავა, კალიუმისა და მაგნიუმის, სელენისა და ლეციტონის კომპლექსი