სასარგებლო რჩევები

რჩევები 30 წელს გადაცილებული ქალებისათვის

30 წელს გადაცილებული ქალები30 წლის ასაკში ბევრი ქალი უკვე დედაა. მათ უმრავლესობას მშობიარობიდან 2,5 წლის განმავლობაში არ შეუძლია გამოეთხოვოს ორსულობის დროს აკრეფილ 3-4 კილოგრამს.

თუ ბავშვის დაბადების შემდეგ მოკლე ხანშივე არ დაიწყეთ ამ საკითხზე ზრუნვა, მომავალში გასუქების რისკი მნიშვნელოვნად იმატებს.

დასკვნა: შეეცადეთ აკონტროლოთ წონა ორსულობის დროს, ყურადღება მიაქციეთ კალენდარსაც. ნუ გაიხდით ამ პერიოდში დევიზად “მე ორი ადამიანის სამყოფი უნდა ვჭამო”. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც წონის ნორმალური, თქვენთვის ფიზიოლოგიური მატების რუკის შედგენაში დაგეხმარებათ.

თუ ორსულობისას 11-12 კილოგრამი მოიმატეთ, მას ბავშვის გაჩენიდან 1-1,5 თვეში დაიკლებთ, რადგან ძირითადი მასა უშუალოდ მშობიარობისას დაიკარგება. თუ მატება 15 კილოგრამია, მაშინ მასთან დასამშვიდობებლად საკმაო ჯაფა მოგიწევთ.

ჩვეულებრივ, საწყის ფორმაში დასაბრუნებლად 10 თვიდან 2 წლამდეა საჭირო. ამ პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა დაბალანსებული კვება რაციონში ხილის, თევზისა და ფრინველის ხორცის უპირატესი შეტანით. მაგრამ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ ღირს დღიური კალორაჟის 1800 კკალ-ზე დაბლა დაშვება. გახსოვდეთ, რომ ბავშვი შესანიშნავი სავარჯიშო საშუალებაც არის – ხშირად ისეირნეთ მასთან ერთად სუფთა ჰაერზე, ატარეთ ხელით და თუ საშუალებაც გექნებათ, მასთან ერთად იარეთ აუზზეც.