სასარგებლო რჩევები პირის ღრუს მოვლის შესახებ
ჩაი და ყველი კბილებისთვის სასარგებლოა!
კბილის დაავადებების გამომწვევი უამრავი მიზეზის შეჯამების შედეგად დადგინდა,რომ კბილის მაგარი ქსოვილის დაშლა ჰიგიენის დაუცველობის, არასწორი კვებისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის დარღვევის შედეგია.
სპეციალისტები გვირჩევენ:
- რაც უფრო კარგად ქაფდება პასტა კბილთაშორის არეებში მით უკეთ აღწევს.
- კბილების გახეხვის პროცედურა სამწუთიანი უნდა იყოს, ჯაგრისი ამოძრავეთ ღრძილებიდან კბილებისკენ.
- უმჯობესია ხელოვნურბეწვიანი საშუალო სიმაგრის ჯაგრისი.ის წელიწადში 3–4 ჯერ უნდა გამოვცვალოთ.
- თუ ხელთ ჯაგრისი არ გაქვთ მაშინ მაგარი ვაშლი ან სტაფილო დაღეჭეთ გამოდგება საღეჭი რეზინიც. ეს ნერწყვის გამოყოფას ეხმარება,რასაც ბაქტერიციდული ეფექტი აქვს. 10 წუთიანი ღეჭვა სრულიად საკმარისია. თუ ღრძილები გაწუხებთ, მაშინ დრო 2–3 წუთამდე შეამცირეთ.
- ღრძილების დაზელა კარგია მარილის (უკეთესია ზღვის მარილი)და მცენარეული ზეთის (იდეალურია ზეითუნის ზეთი)ნარევით.
- ბავშვებმა 1 წლის ასაკიდან უნდა გაიხეხონ კბილები. 3–4 წლამდე ამ საქმეში დედა უნდა დაეხმაროს.
კბილებისა და ყბის სისტემის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად მაგარი,მშრალი და დაუმუშავებელი საკვები რეგულარულად დაღეჭეთ. უპირატესობა მიანიჭეთ არა ჩიპსებსა და მისთანებს, არამედ ყველს. საუზმის სადილისა და ვახშმის დაწყებამდე რამდენიმე გრამი ყველის მიღება კბილის ნადების სიმჟავეს ამცირებს.
სხვათა შორის, 2 ფინჯანი მაგარი ჩაი კბილისთვის საჭირო ფთორის დღიურ ნორმას შეიცავს.