მედიკამენტები, ნატუროპათი

Cralonin® tropfen / კრალონინ ტროპფენი

Cralonin® tropfen / კრალონინ ტროპფენი

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ ამპულაში. 5, 10, 50 ან 100 ამპულა
შეფუთვაში.

შემადგენლობა:
წვეთები: 100 მლ ხსნარი შეიცავს: Crataegus q – 70 მლ. Spigelia
anthelmia D2, Kalium carbonicum D3 შესაბამისად 1 ml; Ethanol 43
vol%.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Crataegus
D2 8.8 მგ, Spigelia anthelmia D1, Kalium carbonicum D2 – შესაბამისად
1.1 მგ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

ჩვენება:
წვეთები: ნაჩვენებია სიმპტომთა კომპლექსის შესაბამისად, რომელთა
კუპირებისთვის რეცეპტურის ცალკეული კომპონენტები გამოიყენება:
დაბერებული გული, გულის კუნთის დაზიანებათა შედეგები,
გულის მოქმედების ნევროგენული მოშლილობები, გულის
არეში მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური
დაავადების პროფილაქტიკა).
საინექციო ხსნარი: სისხლის კორონარული მიმოქცევის დარ-
ღვევები, გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა გენეზის ტკივილები
გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოკარდის
ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა.

წინააღმდეგ ჩვენება:
არ გააჩნია.

გვერდითი ეფექტი:
არ გააჩნია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დოზირება და გამოყენების წესი:
დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის
ინდივიდუალურად.
წვეთები: ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას, 2-10 წვეთი
3-ჯერ დღეში. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 10 წვეთი ყოველ
15 წუთში დაავადების საწყის სტადიაზე (ყურადღება! ამ დოზირებით
წამლის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის
კონტროლის გარეშე არ შეიძლება).
საინექციო ხსნარი: დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ
ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად. მწვავე სიმპტომატიკის
შემთხვევაში – 1 ამპულა ყოველდღიურად (შეიძლება 6-8 საათში
ერთხელ), სხვა შემთხვევებში – 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ ვენაში,
კუნთში, კანქვეშ, კანში.

აფთიაქი
მისამართი:
ალ. ყაზბეგის გამზირი #33
ტელ: +995 32 2 394 987

 

Cralonin® tropfen / კრალონინ ტროპფენი