ავიტა, მედიკამენტები

ჰელმიზოლი (HELMIZOL)

ჰელმიზოლი/HELMIZOL – 200 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება

შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლს. დამხმარე ნივთიერებების სახით გამოიყენება ნატრიუმის საქარინი დატიტანის ორჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ალბენდაზოლიწარმოადგენსბენზიმიდაზოლის ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ პრეპარატს. ასევე ზეგავლენას ახდენს Echinococcus granulosus-ზე და Taenia solium-ის მატლის ფორმებზე, რაც პარენქიმული ჰელმინთოზის მიზეზია.
მიმაგრდება რა მგრძნობიარე ჰელმინთების კანისა და ნაწლავის უჯრედებზე, ალბენდაზოლიაინ ჰიბირებს მიკრომილების პოლიმერიზაციას. მიკრომილების დაშლა აინჰიბირებს გლუკოზისათვისებისა და ატფ-ს სინთეზის პროცესს, ასევე ამცირებს გლიკოგენის მარაგს. პარაზიტები, რომლებიც იმობილიზირებისას დასუსტდნენ, არეს სცილდებიან.
ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატია. საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება. ეს თვისება მის გამოყენებას შესაძლებელს ხდის ეპიდემიურ ზონებში მასობრივი წესით ინტესტინული ჰელმინთოზების დროს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალური გამოყენებისას, პრეპარატის ნაწილი სისტემურ სისხლ-მიმოქცევაში მოხვედრის მომენტამდე გარდაიქმნება მეტაბოლიტად ალბენდაზოლ სულფოქსიდად. პრეპარატის ანტიჰელმინთური თვისება ამ მეტაბოლიტითაა განპირობებული. ცხიმიან საკვებთან (დაახლოებით 40 მგ ცხიმი) ერთად მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 5 ჯერ იზრდება ე.ი. ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 5 -ჯერ იზრდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 2-5 სთ განმავლობაში აღწევს. 400 მგ ალბენდაზოლის შიგნით მიღებისას ცხიმიან საკვებთან ერთად, ალბენდაზოლისსულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.31 მკგ/მლ (0.46-1.58 მკგ/მლ). ეს კონცენტრაციები პრეპარატის დოზის გაზრდის შესაბამისად იზრდება. ალბენდაზოლის სულფოქსიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-12 სთ შეადგენს. ალბენდაზოლს გააჩნია თავისი მეტაბოლიზმის სტიმულირების უნარი. ალბენდაზოლის ფორმები ტაბლეტები და სუსპენზია ბიოექვივალენტურნი არიან.
დაშლა: ალბენდაზოლის სულფოქსიდის 70% სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება. იგი მთელ ორგანიზმში ნაწილდება შარდში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ძვლის სითხეში, ასევე ცერებროსპინალურ სითხეში. კვლევისას მისი არსებობა ცისტას სითხეში 3 10-ჯერ, ხოლო ცერებროსპინალურ სითხეში 2-4-ჯერ ნაკლებია პლაზმასთან შედარებით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი ძვლიდან გამოიყოფა უფრო ნელა, ვიდრე პლაზმიდან.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: პერორალურად მიღების შემდეგ ალბენდაზოლი დაუყოვნებლივ გარდაიქმნება სულფოქსიდად, სულფონად და ოქსიდაციის სხვა პროდუქტებად. ალბენდაზოლი არ გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ალბენდაზოლის სულფოქსიდის 1 %-ზე ნაკლები შარდთან ერთად გამოიყოფა. უმეტესი ნაწილი ნაღვლის წვენთან ერთად გამოიყოფა, ვინაიდან ნაღვლის სითხესა და პლაზმაში ერთნაირი კონცენტრაციაა.

ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ავადმყოფები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით: ვინაიდან ალბენდაზოლის სულფოქსიდის მცირე ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა, ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით ალბენდაზოლის სულფოქსიდის კლირენსის ცვლილებები ნაკლებ სავარაუდოა.
ავადმყოფები ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევებით: ავადმყოფებში არაღვიძლისმიერი ობსტრუქციით მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში(T max)2 ჯერ იზრდება, არე მრუდის ქვეშ (AUC) 7-ჯერ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (თ მახ) 10 საათამდე, ხოლო სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2 β) 31.7საათამდე იზრდება.
პედიატრიული ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკის მკურნალობის დროს ერთჯერადი დოზის 200-300 მგ {დაახლოებით 10 მგ/კგ } მიღებისას 6-13 წლის ასაკის 5 ბავშვებში, ფარმაკოკინეტიკური თავისებურებანი ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. პედიატრიულ ავადმყოფებში ერთკამერიანი ექინოკოკის ალბენდაზოლით მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გამოვლენილა, ისევე როგორც 1 წელზე უმცროსი ასაკის ავადმყოფებში ალბენდაზოლით მკურნალობისას. პრეპარატის ეფექტურობა ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ხანდაზმული ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკის მკურნალობის დროს 79 წლამდე ასაკის 26 ავადმყოფის მკურნალობისას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ისეთივე იყო რიგორც ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებში.

ჩვენებები:
ალბენდაზოლი ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ჰელმინთოზების მკურნალობის დროს.
ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ღვიძლის, ფილტვებისა და მუცლის ღრუს დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია Echinococcosus granulosus-ის მატლის ფორმებით. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას 80-90% ცისტა არაინფიციურ ფორმაში გადადის, შემთხვევათა 30% ცისტები მთლიანად ქრება, შემთხვევათა 40% ზომაში მცირდებიან. შეძლებისდაგვარად ოპერაციული ჩარევა ამგვარი დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას ოპერაციამდე და მის შემდგომ პერიოდში პარაზიტების მოსპობის მაქსიმალური დონე მიიღწევა. Echinococcosus granulosus ით გამოწვეული ალვეოლური ცისტების მკურნალობისას ალბენდაზოლის ეფექტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ნეიროცისტოცერკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Taenia soliumის მატლის ფორმებით გამოწვეული პარენქიმული ნეიროცისტიცერკოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა ჰელმოზოლი ნაჩვენების შემდეგი ნაწლავური და პარენქიმული ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით (რგოლისებრი მატლები) ადამიანებში, ასევე ცესტოდებით.
Ascariasis:Ascaris lumbricoides (მატლები)
Enterobiosis (Oxyuriasis): Enterobius (Oxyurus) vermicularis (Oxyurus)
ანკილოსტომოზი: ალბენდაზოლინა ჩვენებია Necator americanus ითდა Ancylostoma duodenale-თი გამოწვეული დავადებების სამკურნალოდ.
სტრონგილოიდოზი: Stronyloides stercoralis.
ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichura
ნაწლავის ნემატოდოზი: Capillaria phillipinensis.
ტრიქოსტრონგილოზი: Trichostronqylus speciesით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას Piranyel pamoat-ის ალტერნატივის სახით.
ტენიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ნაწლავური ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia saqunata, Taenia solium და Hymenolepis nana.
ტრიქინელოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Trichostronqylus-ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას.
კლონორქოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Chlonorchis sinensis-ით გამოწვეული კლორონქოზის მკურნალობისას.
ლამბლიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Giardia species-ით გამოწვეული ლამბლიოზის მკურნალობისას.

უკუჩვენებები:
ჰელმიზოლი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ბენზიმიდაზოლის წარმოებულის რომელიმე ნივთიერებისმიმართ (მებენდაზოლი, თიაბენდაზოლი, ალბენდაზოლი), ასევე რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჰიპერსენსიბილიზაცია).

სიფრთხილე/განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილე:
ალბენდაზოლის დიდი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფატალური დასასრული, დაკავშირებული გრანულოციტოპენიასა და პანციტოპენიასთან.
გრანულოციტოპენიის, თრომბოციტოპენიის, პანციტოპენიისა და აგრანულოციტოზის იშვიათი გამოვლინების გამო ყოველი 28-დღიანი ციკლის დაწყების წინ, ასევე ყოველ 2 კვირაში აუცილებელია სისხლის კონტროლის ჩატარება. თუ ნეიტროფილების აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირება მაღალი არ არის და არ პროგრესირდება, მაშინ მკურნალობის გაგრძელება შეიძლება. ალბენდაზოლის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუმცა გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული თერაპია არ არსებობს. ქალების მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მათთვის ორსულობის ტესტის ჩატარება. ალბენდაზოლის გამოყენების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში პრაპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდესკონტროლი ნაყოფისათვის შესაძლო ზიანის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, ქალებმა, რომლებსაც ალბენდაზოლი ენიშნებათ მკურნალობის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისაგან.

განსაკუთრებული მითითებები:
ცნობები ავადმყოფებისათვის:

  • ავადმყოფები უნდა ფლობდნენ შემდეგ ინფორმაციას:
  • ალბენდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, ამიტომ ფერტილური ასაკის ქალებს ალბენდაზოლი ენიშნებათ მხოლოდ ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ.
  • ქალებმა, რომლებსაც ენიშნებათ ალბენდაზოლი, მკურნალობის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისაგან.
  • ვინაიდან ალბენდაზოლის დანიშვნისას შესაძლებელია ღვიძლისა და ძვლის ტვინის დაზიანება, რეკომენდებულია სისხლის კონტროლისა და ღვიძლის ტესტების ჩატარება (ყოველ 2 კვირაში).
  • ალბენდაზოლი მიიღება საკვების მიღების დროს.

ლაბორატორიული ტესტები:
ლეიკოციტების დაანგარიშება: იშვიათ შემთხვევაში (ავადმყოფთა 1%-ზე ნაკლებში) ალბენდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შექცევადი შემცირება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ყოველი 28დღიანი ციკლის დაწყების წინ, ასევე ყოველ 2 კვირაში აუცილებელია სისხლის კონტროლის ჩატარება. თუ ლეიკოციტების შემცირება უმნიშვნელოა და არ პროგრესირებს, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება.
ღვიძლის ფუნქციები: იმის გამო, რომ ალბენდაზოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება, ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით ალბენდაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ალბენდაზოლით მკურნალობის დროს ავადმყოფთა დაახლოებით 16% შეიძლება ტრანსამინაზების შექცევადი მომატება აღენიშნოს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები აღდგება.
მკურნალობის დროს ყოველი 28-დღიანი ციკლის დაწყების წინ და ყოველ 15 დღეში აუცილებელია შრატისმიერი ტრანსამინაზების შემოწმება. მათი მნიშვნელოვანი მომატებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, რის შემდეგაც მოსალოდნელია ენზიმების ნორმალური დონის დაბრუნება.
თეოფილინი: მიუხედავად იმისა, რომ ალბენდაზოლი ერთჯერადი დოზით თეოფილინის მეტაბოლიზმს არ აინჰიბირებს, ალბენდაზოლს შეუძლია P450ენზიმის ინდუცირება ღვიძლის უჯრედებში. ამიტომ ალბენდაზოლისა და თეოფოლინის ერთად მიღებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში თეოფოლინის დონის კონტროლი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
გამოყენება ორსულობის დროს: ორსულობის კატეგორია С.
კვლევებისას ალბენდაზოლმა გამოავლინა ტერატოგენობა.ზუსტი და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ორსულობის დროსგამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ რისკი ნაყოფისათვის არ აღემატება სავარაუდო სარგებელს დედისათვის.
გამოყენება ლაქტაციის დროს:ცხოველებში ალბენდაზოლი გადადის დედის რძეში. ქალის რძეში მისი გადასვლა ცნობილი არ არის. ვინაიდან მრავალი წამალი გადადის დედის რძეში, ჰელმიზოლი ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.
პედიატრიული ავადმყოფები:პედიატრიულ ავადმყოფებში ერთკამერიანი ექინოკოკის მიზეზით ალბენდაზოლით მკურნალობისასგანსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა. ალბენდაზოლით 1 წელზე ნაკლებიასაკის ავადმყოფების მკურნალობისასგანსაკუთრებულიპრობლემები არ გამოვლენილა. ეფექტურობა ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ხანდაზმულიასაკის ავადმყოფები:ერთკამერიანიექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზისმიზეზით 65წელზეუფროსიასაკისავადმყოფებისალბენდაზოლითმკურნალობისასგანსაკუთრებულიპრობლემები არ გამოვლენილა.

გვერდითი მოვლენები:
ალბენდაზოლის გვერდითი მოვლენების სიხშირე ერთკამერიანი ექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზისათვის.
ქვემოთ მოცემულია ამ ორი დაავადებით 1%-ზე მეტი სიხშირე.

გვერდითიმოვლენები ერთკამერიანიექინოკოკი ნეიროცისტოცერკოზი
დარღვევები ღვიძლის ტესტებში 15.6 < 1.0
მუცლის ტკივილი 6.0 0.1
ღებინება/გულისრევა 3.7 6.2
თავის ტკივილი 1.3 11.0
თავბრუსხვევა 1.2 <1.0
ქალასშიდა მაღალი წნევა 0 1.5
მენინგიზმი 0 1.0
შექცევადი ალოპეცია 1.6 <1.0
ცხელება 1.0 0

ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის გარეშე გაივლის. ლეიკოპენია(0.7%) ან ღვიძლის ფუნქციისდარღვევა(3.8%)მკურნალობის მოხსნის მიზეზს წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე1%-ზენაკლებია.
ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია.იშვიათად გრანულოციტოპენია,პანციტოპენია,აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია.
კანის:გამონაყარიკანზე,ჭინჭრის ციება.
ჰიპერმგრძნობელობა:ალერგიული რეაქციები.
თირკმლის:თირკმლის მწვავე უკმარისობა.
გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დექსამეტაზონი:ზრდის ალბენდაზოლისსულფოქსიდის წარმოქმნას და მისკონცენტრაციას პლაზმაში.15მგ/კგ/დღე დოზითალბენდაზოლის დექდამეტაზონთან ერთად მიღებისასდოზით 8 მგ დღეში, 56%-ითიზრდებაალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაცია.
პრაზიკვანტელი:სავსე კუჭზე მიღებისას პრაზიკვანტელიზრდის ალბენდაზოლისმაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში (Cmax) და არეს მრუდის ქვეშ (AUC). მისი კინეტიკური მაჩვენებელი უცვლელი რჩება.
ციმეტიდინი: დოზით10 მგ/კგ/ დღეში2-ჯერმიღებისას იზრდება ალბენდაზოლისსულფოქსიდი ნაღვლის წვენსა დაცისტას სითხეში.
თეოფილინი:ალბენდაზოლის ერთჯერადი(400 მგ)დოზის გამოყენების შემდეგამინოფილინის კინეტიკამისი ვენაში შეყვანისასარ იცვლება.
მეთიმაზოლი:წარმოადგენს ენზიმის ძლიერ ინჰიბიტორს, რომელიც ალბენდაზოლსსულფოქსიდად გარდაქმნის. იწვევს ალბენდაზოლის სულფოქსიდისდონის დაქვეითებას სისხლის პლაზმაში.ქლორპომაზინიდა ფენბენდაზოლიმეტაბოლიზდება ერთი და იგივე ენზიმად, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციისშემცირებას.
ცხიმიან საკვებთან ერთად ალბენდაზოლის მიღებისას(საშუალოდ40გცხიმი)შესაძლებელია სისხლის პლაზმაშიალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის 5-ჯერ გაზრდა.

გამოყენების წესი და დოზები:
Echinococosus granulosusისმატლის ფორმით გამოწვეულიერთკამერიანი ექინოკოკისადა Taeniasolium-ის მატლის ფორმით გამოწვეული ნეიროცისტოცერკოზის მკურნალობის სქემა.
მკურნალობის სქემა

ჩვენებები ავადმყოფის წონა დოზა მკურნალობის ხანგრძლივობა
ნეიროცისტოცერკოზი 60 კგ ან მეტი 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში (ჰელმიზოლის 2 შემოგარსული ტაბლეტი) დილას და საღამოს საკვების მიღების დროს 8-30 დღე
60 კგ-ზე ნაკლები 15 მგ/კგ ალბენდაზოლი, მიიღება 12 საათში 1/2 ტაბლეტი.
(მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ)
ერთკამერიანი ექინოკოკოზი 60 კგ ან მეტი 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში (ჰელმიზოლის 2 შემოგარსული ტაბლეტი) დილას და საღამოს საკვების მიღების დროს 28 დღე, შესვენება 14 დღე, სქემა 3-ჯერ უნდა განმეორდეს
60 კგ-ზე ნაკლები 15 მგ/კგ ალბენდაზოლი, მიიღება 12 საათში 1/2 ტაბლეტი. (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ)
სამახსოვრო: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისტური ფორმების მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიირწევა სქემის განმეორებისას (28 დღეში პრეპარატით + 14 დღე პრეპარატის გარეშე) 3-ჯერ.

სხვა ჰელმინთოზური ინფექციები:

მკურნალობის სქემა მოზრდილებისათვის:
ასკარიდოზი, ენტერობიოზი(Oxyuriasis), ანკილოსტომოზი(N. americanus, A.duodenale), ტრიქოცეფალოზიდატრიქოსტრონგილოზი: გამოიყენება ერთჯერადი დოზით400მგ ალბენდაზოლი(2შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 2 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია).მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.
ტენიოზი (T. saqinata, T.solium,H.nana)და სტრონგილოიდოზი:გამოიყენებაერთჯერადი დოზით400 მგალბენდაზოლი (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი ან 2 კოვზი ჰელმიზოლის სუსპენზია)დღეში ერთხელ3 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3კვირის შემდეგ.
ნაწლავის ნემატოდოზი: გამოიყენებაალბენდაზოლიდოზით200მგ 2-ჯერ (1შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 1 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია). 10 დღის განმავლობაში.
ტრიქონელოზი: გამოიყენებაალბენდაზოლიდოზით400მგდღეში2-ჯერ (2შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 2 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია). 15 დღისგანმავლობაში
კლონორქოზი: გამოიყენებაალბენდაზოლი დოზით400მგ დღეში1-2-ჯერ (2 შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 2 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია).7 დღისგანმავლობაშიან 10 მგ/კგალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში7 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი:გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით400 მგ (2შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 2 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია) დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებისათვის რეკომენდებულიდოზის სქემა:
ასკარიდოზი, ენტერობიოზი (Oxyuriasis), აკილოსტომოზი (N.amerikanus, A.duodenale), ტრიქოცეფალოზი:
– 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება ერთჯერადი დოზითმხოლოდ ერთხელ 200მგ ალბენდაზოლი(1 შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 1 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია).მკურნალობის გაგრძელებაშეიძლება3 კვირის შემდეგ.
– 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის გამოყენება.
ტენიოზი და სტრონგილოიდოზი:
– 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება ერთჯერადი დოზითმხოლოდ ერთხელ 200მგ ალბენდაზოლი (1 შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 1 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია). 3 დღის განმავლობაში.მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.
– 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის გამოყენება.
ნაწლავის ნემატოდოზი: გამოიყენება ალბენდაზოლიდოზით200მგდღეში 2-ჯერ(1 შემოგარსულიტაბლეტი ჰელმიზოლი ან 1 კოვზიჰელმიზოლის სუსპენზია).
ერთკამერიანი ექინოკოკოზი: 15 მგ/კგალბენდაზოლიდღეში, მიიღება დილას და საღამოს1/2ტაბლეტი.მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს (4 შემოგარსული ტაბლეტი ან 4 კოვზი).

სამახსოვრო: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისტურიფორმების მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სქემის განმეორებისას (28 დღეშიპრეპარატით + 14 დღე პრეპარატის გარეშე) 3-ჯერ.

ჭარბი დოზა და სიფრთხილის ზომები:
ალბენდაზოლის ჭარბი დოზის შესახებმონაცემები არ არსებობს. აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთმა ავადმყოფმა12 საათის განმავლობაში მიიღო 16 გალბენდაზოლი. ამ დროს გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ჭარბი დოზისშემთხვევაშიმკურნალობა სიმპტომურია (კუჭის ამორეცხა და აქტივირებული ნახშირის მიღება),რეკომენდებულია ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობისჩატარება.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზეარაუმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შიგთავსი:
ჰელმიზოლი 200 მგ შემოგარსული ტაბლეტები №2, №6 და №40 შეფუთვაში.

სხვა ფარმაცევტული ფორმები:
ჰელმიზოლი 2% სუსპენზია 20 მლ და 60 მლ დოზირებული კოვზით.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი

გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ , შცამანდერ/სტამბოლი, აკპინარ მაჰ. ფატინ კად.2,34885, სამანდირა-სტამბოლი/თურქეთი