ავერსი, მედიკამენტები, სანოფი-ავენტის

კლექსანი (CLEXANE)

კლექსანი(CLEXANE)
ENOXIPARINE SODIUM

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:გამოსაყენებლად გამზადებული ერთი შპრიცი შეიცავს 20, 40, 60 ან 80 მგ კლექსანს (ენოქსიპარინს) შესაბამისად 0,2 0,4 0,6 ან 0,8 მლ ხსნარი. 1 მგ კლექსანი შეიცავს 100 ანტი Xa ერთეულს LMWH(დაბალმოლეკულური ჰეპარინების) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. დაბალმოლეკულური ჰეპარინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლექსანი დაბალმოლეკულური ჰეპარინია, საშუალო მოლეკულური მასით დაახლოებით 4.500 დალტონი. პრეპარატს ახასიათებს მაღალი აქტივობა შედედების X-ა ფაქტორის მიმართ და დაბალი ანტი-II-ა ანუ ანტითრომბინული აქტივობა.სხვადასხვა ჩვენების დროს, რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, კლექსანი არ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებისას უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროს (აპთდ), პრაქტიკულად არ მოქმედებ თრომბოციტების აგრეგაციაზე და ფიბრინოგენის შეკავშირებაზე თრომბოციტების რეცეპტორებთან.

ფარმაკოკინეტიკა:
კანქვეშ შეყვანისას, ენოქსიპარინის ნატრიუმის მარილილის ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს (შეფასებული იქნა ატი X-ა აქტივობის საფუძველზე). მისი პლაზმური მაქსიმალური ატი X-ა აქტივობა აღინიშნება კანქვეშ შეყვანიდან 3-5 საათის შემდეგ. პრეპარატის პლაზმური ანტი II-ა აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია, ვიდრე ანტი X-ა აქტივობა
ჩვენებები:
– ვენური თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადქირურგიული ოპერაციების დროს.
– ვენური თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა წოლით რეჟიმზე მყოფ მწვავე თერაპიულ პაციენტებში.
– ღრმა ვენების თრომბოზის, თანდართული ფილტვის არტერიის თრომბემბოლიით (ან მის გარეშე), მკურნალობა.
– არასტაბილური სტენოკარდიისა და არა Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა.
– ჰემოდიალიზის ჩატარების დროს ექსტრაკორპორალურ სისხლნაკადში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა.
დოზირება და გამოყენება:
არასტაბილური სტენოკარდიისა და არა Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა – 1მგ/კგ კანქვეშ 12 საათში ერთხელ 2-8 დღის განმავლობაში, ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
ვენური თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა პერიოპერაციულად – ზომიერი რისკის მქონე პაციენტებს ენიშნებათ 20მგ კანქვეშ დღეში ერთხელ. პრეპარატის შეყვანას იწყებენ ოპერაციამდე 2 საათით ადრე და აგრძელებენ ოპერაციის შემდეგ, სანამ არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკი (ჩვეულებრივ 7 დღე). მაღალი რისკის მქონე პაციენტებს კლექსანი ენიშნებათ 40მგ კანქვეშ დღეში ერთხელ, ამასთან პირველი დოზა შეჰყავთ ოპერაციამდე 12 საათით ადრე და პროფილაქტიკას აგრძელებენ, სანამ არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების საშიშროება (10-21 დღე).
ვენური თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა, წოლით რეჟიმზე მყოფ მწვავე თერაპიულ პაციენტებში – 40მგ კანქვეშ დღეში ერთხელ 6-14 დღე.
ღრმა ვენების თრომბოზების მკურნალობა – 1მგ/კგ კანქვეშ 12 საათში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.
ექსტრაკორპორალური ცირკულაციის სიტემაში კოაგულაციის პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის ჩატარების დროს – კლექსანი შეჰყავთ არტერიულ ხაზში ჰემოდიალიზის დასაწყისში 1მგ/კგ დოზით 4 საათიანი პროცედურის დროს. სისხლდენის მაღალი რისკის ავადმყოფებისათვის დოზა მცირდება 0,5მგ/კგ ორმაგი მიდგომისას და 0.75მგ/კგ ერთმაგი მიდგომისას.გამოყენების წესი – კლექსანი შეჰყავთ წოლით მდგომარეობაში მუცლის კედლის წინა ან უკანა ლატერალურ მიდამოში, წელის დონეზე. ინექციის დროს ნემსი მთელი სიგრძით ვერტიკალურად შეგვყავს ნაოჭად აღებული კანის სისქეში; ნაოჭს არ ვასწორებთ ინექციის დამთავრებამდე. ინექციის შემდეგ არ შეიძლება ინექციის ადგილის მოსრესვა. ჰემოდიალიზის სეანსისას კლექსანი შეჰყავთ არტერიულ კონტურში.

უკუჩვენება:
ალერგიული რეაქციები კლექსანზე (ენოქსიპარინზე), ჰეპარინზე და მის წარმოებულებზე სხვა დმჰ-ის ჩათვლით. არაკონტროლირებადი სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი, მათ შორის მწვავე პეპტიკური წყლულები.
სიფრთხილის ღონისძიებები:
კლექსანის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ანტიკოაგულანტის დანიშვნისას, საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის შემთხვევაში: ჰიპოკოაგულაცია, ანამნეზში პეპტიკური წყლულეი, რეციდიული იშემიური ინსულტები, არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. სიფრთხილით უნიშნავენ ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე ავადმყოფებს.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზირების დაცვის პირობებში ჰემორაგიული გამოვლინებები ძალზე იშვიათია. მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება გამოვლინდეს ზომიერი ტრანზიტორული ასიმპტომური თრომბოციტოპენია. შესაძლებელია თრომბოციტების რაოდენობის ასიმპტომური და შექცევადი მომატება. იშვიათად ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება. ინექციის ადგილზე-ზომიერი გაწითლება, იშვიათად მკვრივი ანთებითი კვანძები, რომლებიც რამოდენიმედღეში გაიწოვება მკურნალობის შეწყვეტის გარეშეც. ძალზე იშვიათად ნეკროზები შეყვანის ადგილზე.
დოზის გადაჭარბება:
ჰემორაგიული გართულებები. გამანეიტრალებელი პროტამინის სულფატი (1მგ პროტამინი ანეიტრალებს 1მგ კლექსანის მოქმედებას).
სხვა წამლებთან ურთიერთმოქმედება:
კლექსანმა შეიძლება გამოიწვიოს იმ სამკურნალწამლო პრეპარატების პოტენცირება, რომლებიც ზემოქმედებენ ჰემოსტაზზე: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებანი, აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოციტული ანტიაგრეგანტები, დექსტრანები, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები.
შენახვა:
შენახვის ვადა 24 თვე. შეინახეთ არაუმეტეს +250 C არ გაყინოთ.
AVENTIS PHARMA INTERNATIONAL
მისამართი:
სანოფი – ავენტის ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში
თბილისი 0103, მეტეხის ქ # 22
ტელ:227 36 91;227 36 92;227 36 93
ფაქსი:277 16 02