სასარგებლო რჩევები

კბილების მოვლა

კბილების მოვლაადამიანის შეგრძნება და განწყობილება ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე. მოხუციც კი, თუ მას მაგარი, თეთრი და სუფთა კბილები აქვს, თავს მხნედ გრძნობს და თავის თავში დარწმუნებულია.

ამჟამად არსებობს კბილის პასტები ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის. როგორ ისუფთავებდნენ მათ გარეშე კბილებს ჩვენი წინაპრები?

კბილების წმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში იყო ხის ნახშირის ფხვნილი, რომელსაც იღებდნენ არყის ხის დაწვის შედეგად. ამ ფხვნილით გაწმენდის შემდეგ კბილებში წყალს კარგად ივლებდნენ და სურნელოვანი საპნით იბანდნენ.

ძალიან სასარგებლოდ ითვლებოდა წი­წვიანი მცენარეების – ფიჭვისა და ნაძვის საღეჭი ფისი. ფისს იმარაგებდნენ შემოდგომაზე და ნაჭრის ან ხის ქერქის კოლოფებში ინახავდნენ. ფისს გასასუფთავებლად ათავსებდნენ წვრილხვრელებიან ფიცარზე, რომელიც ქოთანს ეხურა. ნედლი ფისი ნახვრეტებიდან ქოთანში ეწვეთებოდა, ჭუჭყი კი ზემოთ რჩებოდა.

კბილების გასაწმენდად წიწვიანი ხის ტოტის კანიც კარგია. კანს აცლიან, შემდეგ კი ერთი მხრიდან კარგად ჩეჩქვავენ რაიმე მძიმე საგნით და ფუნჯს ამსგავსებენ (დაღეჭვაც შეიძლება). ასეთმა ფუნჯმა საველე პირობებში თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ჯაგრისიც და პასტაც.

კბილების გაწმენდის სხვა მრავალი ხერხიც არსებობდა:

ბევრ ეთნოგრაფს აოცებდა აფრიკული ტომის – ბერგდამების – კბილების თვალისმომჭრელი სითეთრე. როგორც აღმოჩნდა, ისინი საკმაოდ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებდნენ: განუწყვეტლივ ღეჭავდნენ ტყავის პატარა ნაჭერს.

ქვემოთ მოყვანილი ხერხი სუსტი ნერვების პატრონებს არ გამოადგებათ: არის დამადასტურებელი წყაროები, რომ ესპანელები კბილების გამორეცხვისა და გაწმენდისთვის შარდს იყენებდნენ. ამას მოწმობს ერაზმ როტერდამელიც, რომელიც ამბობს, რომ “შარდით კბილების წმენდა ესპანური მოდაა”.

სხვათა შორის, თანამედროვე ურინოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის კბილების სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალება; უფრო მეტიც, თუ თქვენ გადალახავთ ფსიქოლოგიურ ბარიერს, ძალიან კარგია პირის ღრუში, ყელში, ცხვირ-ხახაში დილის შარდის საშუალო დოზით გამოვლება.

ჩაიხშირად კბილების გულმოდგინედ მოვლის მიუხედავად, კარიესი მაინც ჩნდება. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

გულმოდგინე მოვლა ვერ გიშველით, თუ ჩვეულებრივი ჩაის სმას წესად არ გაიხდით.
ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასმელი აუცილებელია კბილის ემალის სხვადასხვა დაზიანებებისგან დაცვისთვის.

მსგავსი ქმედების უნარი აქვს ყურძნისა და ალუბლის წვენს, რძეს, ყავასა და სხვადასხვა სახის ყველს.