სასარგებლო რჩევები

ლინზები თუ სათვალე

ლინზები თუ სათვალე მიჩნეულია, რომ სათვალე მფლობელს რესპექტაბელურ და ინტელექტუალურ იერს სძენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს მაინც აწუხებს სათვალის კომპლექსი. დღეს ეს პრობლემა აღარ არის, მეცნიერებმა დიდი ხანია საუკეთესო ალტერნეტივა – ლინზები გამოიგონეს.

ახალმა ფირფიტებმა ბევრს სათვალე შეუცვალა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მილიონობით ადამიანს შესაძლებლობა მისცა, სამყაროს ახლებურად უცქიროს.

უკეთ რომ დაინახოთ…

წყლის დაბალი შემცველობის ლინზა დაახლოებით ერთი წელი მოგემსახურებათ. ისინი საკმაოდ კომფორტულია ქალებისთვის, არ ტყდება და რაც მთავარია, მისი ადუღებულ წყალში ჩადებაც შეიძლება. ჰიგიენის კუთხით, რბილ ლინზათა შორის ეს სახეობა ლიდერია. მათზე ფერების ფენა (ლორწოვანი სითხე ცილას შეიცავს და შეიძლება ლინზა გააჭუჭყიანოს) პრაქტიკულად არ ილექება, მაგრამ წყლის დაბალი შემცველობის ლინზების ხმარება დიდხანს არ შეიძლება, მხოლოდ 10-12 საათი.

განსაკუთრებით მგრძნობიარე თვალებისთვის ექიმები, ჩვეულებრივ, რეკომენდაციას წყლის მაღალი შემცველობის ლინზებს აძლევენ. ასეთი ლინზები 6-8 თვე მოგემსახურებათ. მათ მალე ეჩვევით, ზოგჯერ ივიწყებთ კიდეც, რომ გიკეთიათ. მათი მოუხსნელად ხმარება 14-16 საათი შეგიძლიათ. ასეთი ლინზები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე წყლის დაბალი შემცველობის ლინზები.

ლინზები გეგმური შემცველობით (რომელთა გამოყენება არანაკლებ სამი თვე შეგიძლიათ) ჩვეულებრივ რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ცრემლში ბევრი ცილა აქვს, რის გამოც ლინზები სწრაფად იბინდება და მწყობრიდან გამოდის.

ასეთი ლინზები ძალიან პრაქტიკულია: გაწმენდას არ საჭიროებს, ხოლო დეზინფექციისათვის საკმარისია სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარში ამოვლება.

არსებობს ორკვირიანი ლინზები, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია. ეს კომპლექტი ურთიერთშემცვლელია (იმ შემთხვევაში, უცბად თუ დაკარგავთ ან გატეხთ) და თხელი და ელასტიკური ლინზებისგან შედგება. თითოეული მათგანი შეგიძლიათ დაახლოებით ორი კვირა ატაროთ საჭიროების შემთხვევაში. ასეთი ლინზები სპეციალური ხსნარით იწმინდება და შეგიძლიათ მაშინ გაიკეთოთ, როცა მოგესურვებათ.

ლინზებიყველაზე ფართოდ ერთდღიანი ლინზები გამოიყენება. მათი გამოცვლა ყოველდღიურად მოგიწევთ, სამაგიეროდ, თავს მშვიდად იგრძნობთ, არც კონიუნქტივიტის და არც გაღიზიანების შიში არ გექნებათ. ასეთი ლინზები ყველაზე უსაფრთხო, ჰიგიენური და კომფორტულია, ამიტომ ოკულისტები პაციენტებს უფრო ხშირად მათ ურჩევენ. ერთდღიანი ლინზები მოვლას, გაწმენდასა და გარეცხვას არ საჭიროებენ. ისინი, უბრალოდ, გაჭუჭყიანებას ვერ ასწრებენ. მათ ერთი დღე ატარებთ და მერე გადააგდებთ. ასეთი ლინზები იდეალურია მათთვის, ვინც ლინზებს დროდადრო ხმარობს.

გამოუყენებელი ლინზები შეგიძლიათ 5-6 წელი შეინახოთ.

კორექციის ლინზები ამჟამად არამხოლოდ ახლომხედველობასა და შორსმხედველობას ხსნის.

ახლახან გამოჩნდა სპეციალური ლინზები, რომლებიც ფერების აღქმის დეფექტს ასწორებს. ასეთ ლინზებს ქრომოგენური ეწოდება და დალტონიკებს ფერების სწორად გარჩევაში ეხმარება.

გარდა ამისა, არსებობს სამკურნალო ლინზები, რომლებიც რქოვანას იცავენ, შეხორცება-მოშუშებას უწყობენ ხელს, თვალში წამლის ლოკალური შეყვანისთვის გამოიყენებიან და კოსმეტიკური, რომლებიც ფერადი გარსის სხვადასხვა ანომალიებს ასწორებენ, მაგალითად, ლიბრს ნიღბავენ.

ლინზების დახმარებით შეგიძლიათ სათვალესთან დაკავშირებულ ყველა უხერხულობას თავი დააღწიოთ და ლურჯთვალა რომანტიკული ქალბატონი მწვანეთვალება ან შავთვალა მგზნებარე ლამაზმანად იქცეთ.

ცნობისათვის:

ფერადი ლინზები არსებობს როგორც დიატრიით, ასევე უბრალოდ, სილამაზისათვის. ამგვარი ლინზები თვალის ბუნებრივ ფერს აღიავებს ან რადიკალურად ცვლის მას. შეგიძლიათ ყოველდღიურად ”შეიცვალოთ თვალები” სამოსის შესატყვისად.