ჯანმრთელი კვება

რატომ უნდა მივირთვათ ბროწეული

ბროწეული ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას, წიდებისგან წმენდს სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავსორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც.

ასევე დადგენილია, რომ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას აჩერებს.

აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება .სპეციალისტები ამას მიაწერენ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც უხვადაა ბროწეულის მარცვლებში.

ბროწეულის წვენი შეიცავს: 8-19% შაქარს, 0, 3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს.

ჯანმრთელობაინფო გირჩევთ: მჟავე ჯიშის ბროწეულის წვენი აუცილებლად წყალში გააზავეთ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ: ბროწეული; სიმსივნე გული; წითელი საკვები