ნესვი აუმჯობესებს მხედველობას და სასარგებლოა ღვიძლისთვის
ნესვი აუმჯობესებს მხედველობას – ის მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და მხედველობის ორგანოებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
რაციონში ამ ვიტამინის დეფიციტი სინათლის მიმართ თვალის ბადურის მგრძნობელობის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს და ღამით ხედვას აუარესებს. ამასთან, A ვიტამინის ნაკლებობა კანისა და თმის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
ხელს უწყობს ღვიძლის ჯანმრთელობას – ბაღჩეული 12 პროცენტამდე ნახშირწყლებს შეიცავს. საზამთროს ნახშირწყლები სანახევროდ ფრუქტოზისა და გლუკოზისაგან შედგება, ხოლო ნესვში საქაროზა ჭარბობს.
ასეთი ნახშირწყლები კარგად კვებავს ღვიძლის უჯრედებს და მათ მიერ ადვილად შეითვისება. ამიტომ საზამთრო და ნესვი სასარგებლოა ჰეპატიტის დროს და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.