კურორტული მკურნალობა

ბორჯომი

ბორჯომი

ბორჯომი მდებარეობს მესხეთისა და თრიალეთის ქედების (მცირე კავკასიონის) მარადმწვანე ფერდობებს შორის, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების ბორჯომულას და გუჯარეთის წყლის თვალწარმტაც ხეობაში , 800-1000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

მისი მცენარეულობა შედგება უმეტესად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) და ფოთლოვანი ( მუხა, წიფელი,რცხილა,არყის ხე) ხის ჯიშებისაგან.

ბორჯომის ჰავის თავისებურება განპირობებულია კურორტის განლაგებით სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის მონაკვეთში.

აქ ზაფხული თბილია, სუსხიანი დღეები ოქტომბერის ბოლოს იწყება, ხოლო  ზამთარი ზომიერად რბილია.

ბორჯომის მთავარი სამკურნალო ფაქტორებია, როგორც სასარგებლო ჰავა, ასევე მისი საყოველთაოდ ცნობილი მინერალური წყლები.

ეს საშუალებები დადებითად მოქმედებენ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების  ქრონიკული დაავადებების, საშარდე გზების, ნივთიერებათა ცვლის მოვლის და გულსისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადებების დროს.