კურორტული მკურნალობა

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მიეკუთვნება თბილისის კურორტების ჯგუფს.

იგი განლაგებულია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. კურორტის ტერიტორია ( საცხოვრებელ სახლებთან ერთად) შეადგენს 400 ჰექტარ ფართობს. ბალნოლოგიური კურორტი ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე მტკვარს და “300 არაგველის” ბაღს. მას დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ეკვრის თბილისის ბოტანიკური ბაღი, ხოლო სამხრეთით თაბორის შემაღლება და კრწანისი.

კურორტის რელიეფი თბილისის ქვაბურის ნაწილია (ზღვის დონიდან 406-522 მ-ის სიმაღლეზე), ტერიტორია მდიდარია ბაღებით, სკვერებითა და პარკებით, რომელთა შორის  განსაკუთრებით გამოირჩევა თბილისის ბოტანიკური ბაღი.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მინერალური წყლები დადებითად ზემოქმედებენ: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, საყრდენ სამოძრაო აპარატის, ცენტრალური და ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ და კანის ქრონიკულ დაავადებეზე.