ყაზბეგი
ყაზბეგი ქალაქის ტიპის დასახლებაა, რომელიც მდებარეობს დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, ყაზბეგის მთის ძირში, ზღვის დონიდან 1744 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, 165 კმ-ზე თბილისის ჩრდილოეთით.
ადგილმდებარეობა არაჩვეულებრივად თვალწარმტაცია. აქვეა მთა ყაზბეგი, რომელიც დაფარულია მუდმივი თოვლით.
ყაზბეგის კლიმატი ხასიათდება რბილი ზამთრით და ზომიერად თბილი ზაფხულით. დაბა კურორტისათვის დამახასიათებელია ხშირი მზიანი დღეები. ჰაერი სუფთა და გამჭირვალეა. იგი დადებით გავლენას ახდენს სასუნთქ ორგანოთა დაავადებებზე.
მთის კლიმატის გარდა, აქ არის მინერალური წყლების წყაროები, რომლებიც მოედინება დასახლებულ პუნქტში ფანშეტში, მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე და ყაზბეგიდან 2 კილომეტრის დაშორებით.