კურორტული მკურნალობა

აბასთუმანი

აბასთუმანიაბასთუმანი ქალაქის ტიპის დაბაა. იგი მდებარეობს ადიგენის რაიონში, 28 კმ-ზე ახალციხის ჩრდილო-დასავლეთით, 75 კმ-ზე ბორჯომის სამხრეთ – დასავლეთით.

იგი განლაგებულია მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის სამხრეთ ფერდობზე, 1250-1450 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ხეობაში, რომელსაც ქმნის მდინარე ოცხე (ბასთუმანკა) და მდინარე მეფრის შენაკადი.

აბასთუმნის კლიმატი უმეტესად განისაზღვრება სამი მაღალი მდებარეობითა და რეილიეფის სირთულით. ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი. თოვლის საფარი მდგრადია და რჩება შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე.

კურორტი ძირითადათ განკუთვნილია ფილტვების, ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ. მინერალური წყლების აბაზანები ენიშნებათ საყრდენ – სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური პროფილით დაავადებებს.