კურორტული მკურნალობა

ბახმარო

ბახმარობახმარო არის საქართველოში ყველაზე მაღალმთიანი კლიმატური კურორტი.

იგი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში, 40 კმ-ზე რაიონულ ცენტრიდან მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის (მცირე კავკასიონის სისტემა) ფერდობებზე მდინარე ბახვის წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1913-2022 მ-ის სიმაღლეზე.

ბუნება აქ მეტად თვალწარმტაცია. მთის ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყეებით (ნაძვისა და სოჭის ჯიშები), რომლებიც ზემოთ სუბალპური მდებარეობით იცვლება.

ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა: სუნთქვის ორგანოების ქრონიკულ დაავადებათა, სისხლნაკლებობის, ნევრასთენიის ლიმფადენეტის შემთხვევებში.