კურორტული მკურნალობა

ბაკურიანი

ბაკურიანიბაკურიანი ქალაქის ტიპის დაბაა ბორჯომის რაიონში. იგი განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მცირე კავკასიონის სისტემაში, 1700 მ-ს სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

კურორტის ჰავის თავისებურება განპირობებულია მისი სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობით, მთის შედარებით მაღლობ ნაწილში.

გაზფხული ხანმოკლეა და ზაფხული გრილი.
სექტემბრის ბოლოს თავს იჩენს სუსხი, ზამთარი კი ზომიერად რბილია.
ბაკურიანში მთის ჰავა გაჯერებულია მთის არომატით.

ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია და მრავალი სხვა ფაქტორი ქმნის ხელსაყრელ პირობებს სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური ხასიათის, მათ შორის ბრონქული ასთმით დაავადებულთა, ლიმფადენიტისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. კურორტის ჰავის თავისებურება აგრეთვე გამოიყენება გამანჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად.