კურორტული მკურნალობა

შოვი – ყველაზე მაღალმთიანი კურორტი საქართველოში

კურორტი შავიშოვი – ბალნეოკლიმატური კურორტი საქართველოში მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანჭახის ხეობაში.

შოვი საქართველოში ყველაზე მაღალმთიან კურორტად ითვლება – ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს. იგი გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით. კურორტი ცნობილია თავისი ფიჭვის ტყეებითა და მინერალური წყლებით. აქ ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი.

კურორტის მთავარი სამკურნალო ფაქტორია – მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი.

სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა.

საკურორტო სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრამდე.