ამინდის ცვლილება იმუნიტეტზე მოქმედებს
ამინდის მკვეთრი ცვლილება იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ამიტომ ხშირდება ამ პერიოდში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია – ბევრ ადამიანს აქვს სურდო, ხველა, ცემინება.
ეს რომ არ დაგვემართოს, პირველ რიგში უნდა გავიკაჟოთ ორგანიზმი და C ვიტამინის გაზრდილი დოზის მიღებით გავიძლიეროთ იმუნიტეტი. სასურველია, ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი მივიღოთ ნატურალური ვიტამინებით მდიდარი ლიმონი, გრეიპფრუტი, მოცვი, ასკილი, მოცხარი.
შეეცადეთ, ჩაიცვათ სეზონის შესაფერისად – ზაფხული ხომ დიდი ხანია, დაგვემშვიდობა და დროა, უფრო თბილად ჩაიცვათ.
ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სინათლის დეფიციტი, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საკმაოდ მძაფრად ვლინდება.
ეცადეთ, ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვათ. სინათლე, თუნდაც ელექტრონათურისა, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და აძლიერებს მის დამცველ ფუნქციებს;
ხშირად დაიბანეთ ხელები: ვირუსი გადადის არა მარტო ჰაერით, არამედ ჭუჭყიანი ხელების მეშვეობითაც.
ეპიდემიის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს;
იმუნიტეტის სტიმულაციისათვის არსებობს საკმაოდ ეფექტური მცენარეული საშუალელები: ექინაცეა, ჟენ-შენი, იმუნალი.