სასარგებლო რჩევები

10 წამი სტრესთან გასამკლავებლად

სტრესსთან გამკლავება ბოლო პერიოდში სიტყვა “სტრესი” მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურობაში.

როგორ მოვერიოთ მას?

გთავაზობთ სტრესის დასაძლევ რამდენიმე მარტივ და ეფექტიან საშუალებას:

მიირთვით თხილი და ნიგოზი

ფუნთუშა და ყავა თხილითა და ნიგვზით შეცვალეთ. მათში ხომ უამრავი საკვები ნივთიერებაა, რომელიც სეროტონინის გამომუშავებაში მონაწილეობს. თხილი და ნიგოზი შეიცავს E ვიტამინს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ამოისუნთქეთ

ღრმად ამოისუნთქეთ; თუკი ხელთ გაქვთ რომელიმე ეთერზეთი, შეისუნთქეთ და პრობლემებს სულ სხვა თვალით შეხედავთ. შედეგიც არ დააყოვნებს.

დაიზილეთ ყურის ბიბილოები

ყურის ბიბილოებზე კონცენტრირებულია უამრავი აკუპუნქტურული წერტილი. ამგვარად თქვენ დადებით ზეგავლენას მოახდენთ სხვადასხვა ორგანოზე. საამისოდ რთული ტექნიკის გამოყენება არ მოგიწევთ: მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითით, წრიული მოძრაობით დაიზილეთ ჯერ მარჯვენა, მერე კი – მარცხენა ყურის ბიბილო.

დალიეთ ჩაი

შავი ჩაის შემადგენლობაში არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

მიიღეთ C ვიტამინი

C ვიტამინი ადამიანის სისხლში დაბლა სწევს სტრესის ჰორმონებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი დოზით C ვიტამინის მიღებამ შესაძლოა ალერგია გამოიწვოს.

მიირთვით მოცვი

მოცვი საოცარი თვისებების მატარებელია: დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და არა მხოლოდ სტრესულ სიტუციაში; სასარგებლოა თვალებისა და ტვინისათვის. მოცვი შეგიძლიათ შეცვალოთ მაყვლით ან ჟოლოთი.

დაჭიმეთ სხეული

აღმოჩნდა, რომ გაჭიმვა სტრესისგან გაგათავისუფლებთ და ამისთვის სპორტდარბაზში სიარული სულაც არ არის საჭირო. შეგიძლიათ, მარტივი სავარჯიშო თავადვე შეასრულოთ: ფეხის წვერები ააცილეთ იატაკს, შეძლებისდაგვარად აპრიხეთ და გაიჭიმეთ ისე, რომ ხელები და ფეხის წვერები დაგეძაბოთ.

საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ

შეეცადეთ, არსებულ სიტუაციას უცხო თვალით შეხედოთ. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

გაიცინეთ

რაც შეიძლება ხმამაღლა გაიცინეთ! სიცილი სტრესის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.