დიეტა

ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელი ქალები ნაკლებად იმატებენ წონაში

ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელი ქალები ნაკლებად იმატებენ წონაშიახალი კვლევის მიხედვით, ქალებმა შეიძლება ისიამოვნონ სასმელის მიღებით და ამავე დროს, შეინარჩუნონ ტანადობა.

აღმოჩნდა, რომ ზომიერი მსმელები უფრო ნაკლებად იმატებენ წონაში, ვიდრე არამსმელები. ქალებში აღნიშნული სარგებელი ყველაზე მწირია შავი ღვინის მოხმარების შემთხვევაში, ხოლო სხვა ღვინის, ლუდისა და სპირტიანი სასმელის შემთხვევაში ეფექტი შენარჩუნებულია.

მკვლევარებმა გააანალიზეს 19 000 ქალის მონაცემები 13-წლიანი დაკვირვების პერიოდში. კვლევაში ჩართვის პერიოდისთვის მონაწილეების ასაკი 39 წელზე მეტი იყო, წონა კი – ნორმალური. 13 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა წონის პროგრესულ მატებას.

იმ პირებს, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ, აღენიშნათ წონის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელ და გამოვლინდა უკუკავშირი წონის მატებასა და ალკოჰოლი მოხმარებას შორის.
ცხოვრების წესის, დიეტური და სხვა ისეთი ფაქტორების გამორიცხვით, როგორიცაა სიგარეტის მოწევა და ფიზიკური ვარჯიში, კვლევამ აჩვენა, რომ სასმელის ყველაზე მცირე რაოდენობით მოხმარებას წონის ნამატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეესაბამებოდა.

საშუალო მსმელად კლასიფიცირდებოდა ყოველდღიურად 300მლ ღვინის მომხმარებელი. კვლევა არ მოიცავდა მამაკაცებს და ამიტომ ავტორები თვლიან, რომ ეს შედეგები შეიძლება არ ვრცელდებოდეს მამაკაცებზე.

აღმოჩნდა, რომ ის ქალები, რომლებიც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ამ უკანასკნელით ახდენდნენ სხვა საკვების ჩანაცვლებას, რაც კალორიების დიდი რაოდენობით დაგროვებას აცილებდათ თავიდან. მამაკაცებისთვის კი ასეთი მიდგომა უცხოა. გარდა ამისა, ქალებისა და მამაკაცების ღვიძლში ალკოჰოლის გადამუშავება განსხვავებულად მიმდინარედობს, რაც შეიძლება ქალებში ცხიმების ნაკლები დაგროვების ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე კატერინ კოლინზი (Catherine Collins) ამბობს: “შეცდომა იქნებოდა რომ გვეფიქრა, რომ ალკოჰოლი იწვევს წონის კლებას”. მისივე თქმით, ალკოჰოლის კალორიულობის უგულებელყოფა არ შეიძლება, ხოლო ქალებში ზ.ა. ეფექტი შეიძლება აიხსნას ალკოჰოლით სხვა საკვების ჩანაცვლებით.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი სტატიები: 
მოხდენილობის რეცეპტი
დალიეთ, მაგრამ ზომიერად  

 

ალკოჰოლი, ღვინო, წონაში მომატება, მსმელი