დიეტა

წონაში დაკლება გსურთ?

თუ წონაში დაკლება გსურთ...წონაში მომატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორგანიზმის შენელებული მეტაბოლიზმია (ნივთიერებათა ცვლა).

თუ გსურს დაიკლოთ, უნდა დააჩქაროთ ცვლის პროცესი. ამაში ხელს შეგიწყობთ დიეტოლოგების რჩევები:

ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ 100 მლ მწვანე ჩაი. ნივთიერებათა კომპლექსი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, წვავს კალორიებს და ხელს უშლის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას.
ზღვის პროდუქტები ორგანიზმს ამარაგებს იოდით, რადგან ამ მინერალის დეფიციტი აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ირღვევა A ვიტამინის მეტაბოლიზმი, რამდენიც არ უნდა მივიღოთ ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ემსახურება სილამაზეს, სათანადო შედეგი არ ექნება, რადგან ბიოსინთეზის პროცესი არ მუშაობს და თუ A ვიტამინი საკმარისია, ცხიმი აქტიურად იწვის, ცელულიტი არ ვითარდება, კანი ხდება ელასტიკური და თმა – ბრწყინავს.

ცდებით დამტკიცდა, რომ თუ დილით ყუათიანად ისაუზმებთ, ამით დატვირთავთ ორგანიზმს 2000 ზედმეტი კალორიით და ის გაააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, კალორიები არ გადაიქცევა ცხიმად, ე.ი. წონაში არ მოიმატებთ! მაგრამ თუ საღამოს და ღამით მაძღრისად მიირთმევთ, პირიქით ხდება.

ცხიმის წვას ხელს უწყობს წვენები, განსაკუთრებით გრეიპფრუტის, ფორთოხლისა და ლიმონის. საუცხოოა ლიმონის, გოგრისა და პომიდვრის (1:2:2) ახალგამოწურული წვენების ნარევი.

კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, სოია ჭამეთ კვირაში 2-ჯერ. რადგან მათი ხშირი მიღება აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და წონაში მოიმატებთ. ამის მიზეზია ის, რომ ამ ბოსტნეულში დაგროვილი ნივთიერებები ფარისებრი ჯირკვლის მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ჰორმონის სინთეზს არღვევენ.

ყავა დალიეთ დღეში არა უმეტეს 1-2 ფინჯანი – კოფეინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. თუ სადილობამდე მოგშივდათ, დალიეთ უშაქრო ყავა და შიმშილის გრძნობა გაქრება… კოფეინი შაქრის დონეს ამაღლებს შინაგანი მარაგის ხარჯზე.

ფიტოკოქტეილი ბლოკავს ნახშირწყლების ცხიმად გადაქცევას. შენელებული ნივთიერებათა ცვლის პროცესის შესაჩერებლად – 2-3 ს/კ გამხმარი ასკილისა და ცირცელის (1:1) ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 წუთით შედგით ცეცხლზე, თერმოსში გააჩერეთ 4 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამათა შუალედში.

ჭამიდან ჭამამდე შუალედში დალიეთ ბალახეულის ჩაი. ნაყენი შეგიძლიათ მოამზადოთ აბზინდის, ფარსმანდუკის, შავბალახას, არყის ხისა და ფიჭვის კვირტების, კოთხუჯის ფესვებისგან. ამგვარი ჩაი ეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.
თუთიის უკმარისობა ამცირებს კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის სინთეზს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის შენელებასა და წონის და მადის მომატებას. თუთიის წყაროა გოგრის თესლი და კაკალი (მისი დღეღამური ნორმააა 10-15 მგ).

სასურველია თავი შეიკავოთ იმპორტული ხორცისა და ძეხვეულისგან, რადგან არცთუ იშვიათად დასავლეთის ქვეყნებში ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ თირეოსტატიკებს – ნივთიერებებს, რომლებიც თრგუნავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებში იოდის მოხვედრას. ასეთი საკვების რეგულარულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლსი ფუნქციის მოშლა), რასაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის შენელება, ეი. წონაში მომატება გარანტირებულია.

დღის განმავლობაში დალიეთ არანაკლებ 1,5-2 ლ ცივი (არა გაყინული!) წყალი, რომლის გათბობაზეც ორგანიზმი ხარჯავს კალორიებს, ე.ი. გეხმარებათ წონაში დაკლებაში.

რაციონში ჩართეთ მანგანუმით მდიდარი ბადრიჯანი, ვაშლი, ჭარხალი, შავი ქლიავი, ქიშმიში, შტოში, ქაცვი, მაყვალი. მანგანუმი აიძულებს უჯრედებს, შთანთქას გლუკოზა, რითაც ხელს უშლის მას ცხიმად გარდაქმნაში, ჩვენ კი – წონის მომატებაში.

ჭამეთ ხშირად და ცოტა! თუ დღეში 2-ჯერ ჭამთ, წლის განმავლობაში მოიმატებთ 2,5 კგ-ზე მეტს, ორგანიზმმა რომ აქტიურად დაწვას კალორიები, დღის რაციონი გაყავით 6-7 ნაწილად და ისე მიირთვით. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა გადაეწყობა ცხიმის დაგროვების რეჟიმიდან ცხიმის დაწვის რეჟიმზე.