დიეტა

როგორ დავეხმაროთ დიეტას

როგორ დავეხმაროთ დიეტასისეც ხდება ხოლმე, რომ, გახდომის სურვილით, ხშირად თითქმის ვშიმშილობთ, ამა თუ იმ დიეტას ზუსტად ვიცავთ, მაგრამ წონაში დაკლება გვიჭირს და პესიმიზმში ვვარდებით. იმედს ვკარგავთ, რომ ოდესმე მივაღწევთ სასურველ წონას – გავხდებით ნაზი და მოხდენილი.

რა ხდება, თუკი ამავე დიეტით სხვამ კარგა ბლომად კილოგრამები მოიშორა, ჩვენ რა გვემართება?
არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, თქვენი ცხიმოვანი უჯრედები უფრო ნელა იშლება. ამიტომ, საჭიროა მოთმინება და, ცხადია, დახმარების გაწევა. ანუ, უნდა დაეხმაროთ დიეტას, თუ გსურთ, რომ შედეგი უფრო მალე იხილოთ.

დახმარება პირველი – აბაზანა
ოდნავ თბილი წყლით (30-32 გრადუსი) აავსეთ აბაზანა, გახსენით მასში 500-700 გრამი ზღვის მარილი და ჩაწექით 30 წუთის განმავლობაში. ზღვის მარილი შეგიძლიათ, პერიოდულად ჩაანაცვლოთ მცენარეების (გვირილის, წიწვების, გირჩების) ნახარშით ან ნაყენით.

დახმარება მეორე – არომათერაპია
ჩაასხით სპეციალურ არომანათურაში კვიპაროსის, როზმარინის, ნუშის, ფორთოხლისა და ლიმონის ეთერზეთების 5-5 წვეთი (ყველა ან ამათგან რამდენიმე) და დაიზილეთ მთელი ტანი.

დახმარება მესამე – ორთქლის აბანო
როდესაც ორთქლის აბანოში ყოფნის 30 წუთის შემდეგ კანის ფორები გაფართოვდება, გაიკეთეთ წყალმცენარის (ლამინარიის, რომელიც აფთიაქებში იყიდება) კომპრესი მუცელსა და წელზე (100 გრამი ლამინარიის ფოთლები ჩაყარეთ 38-40 გრადუსიან წყალში, გააჩერეთ 30 წუთით და მერე დაიფინეთ სხეულზე), გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კომპრესი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ. ერთი კურსი 12 სეანსია.
თუ არ გაქვთ ორთქლის აბანოს საშუალება, ლამინარიის კომპრესი გაიკეთეთ კონტრასტული შხაპის შემდეგ.
დახმარება მეოთხე – ცურვა
დილას ან საღამოს, კვირაში ორჯერ მაინც, ცურვა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემასაც და აიძულებს ცხიმოვან უჯრედებს, ნელ-ნელა „მიატოვონ“ თქვენი სხეული.

დახმარება მეხუთე – ველოსიპედი
თუ არ გაქვთ დრო, რომ ველოსიპედით ყოველდღე, ნახევარი საათით გაისეირნოთ უახლოეს სკვერში, მაშინ, ისღა დაგრჩენიათ, დილას და საღამოს დაწვეთ ტახტზე, გამოღებულ ფანჯარასთან და 15-15 წუთის განმავლობაში გააკეთოთ ველოსიპედის მოძრაობა ჰაერში.

თუ არ დაგეზარებათ და ამ „დანამატებს“ გულდასმით შეასრულებთ, თქვენი დიეტა გაცილებით ეფექტური გახდება.