მოხდენილობის რეცეპტი
ისინი, ვინც კვირაში 3-4 ჭიქა ღვინოს მიირთმევენ, თითქმის არ უჩივიან ზედმეტ წონას იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარება.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც აშშ-ში 8 ათასზე მეტი მოქალაქის ცხოვრების სტილი და ჩვევები შეისწავლეს. ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მსმელი ადამიანები სიმსუქნეს ნაკლებად უჩივიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ. ამასთანავე, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ალკოჰოლი დიდი დოზებით, მაგალითად, 5-ზე მეტი ჭიქა დღეში, გასუქების რისკს უკვე 46%-მდე ზრდის. ამ გამოკვლევების შედეგად მიღებული პასუხი მარტივია – დალიეთ, მაგრამ ცოტა.