სასარგებლო რჩევები

7 ყველაზე მავნე პროდუქტი, რომელიც კბილებს აზიანებს

7 ყველაზე მავნე პროდუქტი, რომელიც კბილებს აზიანებსნებისმიერი სტომატოლოგი გეტყვით, რომ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა თქვენი კვების რაციონზეც არის დამოკიდებული.

არსებობს, მავნე პროდუქტები, რომლებიც კბილებს აზიანებს. ჩვენ გასწავლით რომელ საკვებზე უნდა თქვათ უარი, რათა შეინარჩუნოთ ქათქათა კბილები და გქონდეთ თვალისმომჭრელი ღიმილი.

ციტრუსები

ცნობილია, რომ ხილი მთელი ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებია. ნაწილობრივ ეს სიმართლეა, თუმცა  კვების თითოეულ პროდუქტს აქვს  მეორე მხარეც – ხილის სიმჟავე, რომელიც გააჩნია, მაგალითად, ციტრუსებს, აზიანებს კბილის მინანქარს. ასევე სრულებით ადვილად შესაძლებელია ციტრუსებისგან კბილების გაყვითლებაც.

რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, არასწორი გადაწყვეტილება იქნება ხილზე საერთოდ უარის თქმა, რამდენადაც ისინი ორგანიზმისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებას შეიცავენ. მარტივია მეთოდია –  ხილისგან ზიანის მიყენებას შეაჩერებს ჩვეულებრივი საღეჭი რეზინა. თუმცა, აუცილებელია მისი სწორად გამოყენება – საღეჭი რეზინა უნდა დაღეჭოთ მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში.

ასევე გირჩევთ, რომ კონცეტრირებული ხილის წვენები უკეთესია სპეციალური საწრუპი მილით დალიოთ, ხოლო ციტრუსების მიღების შემდეგ პირში წყალი გამოივლეთ.

ამ წესების დაცვით კარიესისა და კბილის სხვა დაავადებები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ტკბილეული

ტკბილეულიკამფეტები, ნამცხვრები, ნაყინი და სხვა გემრიელობები არამარტო ჩვენს წონაზე მოქმედებს, ასევე გავლენას ახდენს პირის ღრუს მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზეც.

რას შეიცავს ეს პროდუქტები, ასე ნეგატიურად რომ მოქმედებს კბილებზე? კბილების ბიოფირზე არსებობს მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობა. შაქარი საუკეთესოა კბილების პათოგენური მიკროფლორისთვის, ამიტომ როცა დიდი რაოდენობით ვიღებთ ტკბილეულს, ჩვენ ამით ვკვებავთ ბაქტერიებს. ბაქტერიებისთვის საკმარისი რაოდენობის საჭირო „საკვების“ მიღების შემდეგ კი კბილის მინანქარის კოროზირება იოლად ხდება.

ყავა

ყავა ერთ-ერთი დამნაშავეა კბილებზე ნადების გაჩენასა და მინანქრის გამუქებაში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ყავაზე სამუდამოდ უარის თქმა, მაშინ ალტერნატიული ვარიანტი იქნება, რომ ყავის დალევის შემდეგ წყალი გამოივლოთ. თუმცა, უკეთესი ვარიანტიც არსებობს, რომელიც ყავის ცუდი ზეგავლენისგან დაგიცავთ – ყავა უნდა მიიღოთ სპეციალური საწრუპი მილით, ამ დროს სითხე მინიმალურად ეხება კბილებს.

საზაფხულო კენკრები

გაიხსენეთ, რომ ალუბლის, მოცვისა და სხვა კენკროვნების ლაქები რა რთულად სცილდება ტანსაცმელს, არავინ არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ასევე „იღებება“ კბილის მინანქარიც. აუცილებელია კენრკოვანი ხილის მიღების შემდეგ კბილების გახეხვა და დარწუმება იმაში, რომ მინანქარი ისევ იმ ფერისაა, როგორიც თავიდან იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კბილები, აუცილებლად, თანდათანობით გაგიყვითლდებათ.

ხრაშუნა საკვებიხრაშუნა საკვები

ხრაშუნა საკვები, ჩიფსები, ორცხობილები და ა.შ. არა მარტო ორგანიზმისთვის არის  მავნებელი, არამედ „ქვებივით“ პროდუქტს კბილებისთვის შეუძლიათ გამოუსწორებელი ზიანის მიყენება.

პირის ღრუში მოხვედრილი ე.წ. ხრაშუნა საკვების გამო კბილებზე ჩნდება ბზარები და ნაკაწრები.

გლიასე

ისევე როგორც ორგანიზმისთვის სტრესია, კბილებისთვისაც არაკომფორტული და დამაზიანებელია ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყალი. ტკბილის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასალევი არის გლიასე, არადა ის კბილებისთვის – შენელებული მოქმედების ბომბია. გარდა იმისა, რომ ის შაქარს და ყავას შეიცავს, ასევე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც თავის „შავ“ საქმეს აკეთებს. ასეთი დესერტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილზე მიკროკრემაცია.

ალკოჰოლი

ალკოჰოლიწითელი ღვინის მოყვარულებისთვის არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს – ზუსტად წითელი ღვინო შეიცავს ისეთ პიგმენტს, რომელიც კბილების სითეთრისთვის საზიანოა. ასევე არანაკლებ საზიანოა სხვა ალკოჰოლური სასმელებიც. ალკოჰოლი, ასე ვთქვათ, აშრობს სანერწყვე ჯირკვალს. რატომ ხდება, რომ დილით, ნაბახუსევზე პირის სიმშრალეს გრძნობთ ხოლმე. ნერწყვის გამოყოფა, რომელიც მონაწილეობს მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლაში, ინარჩუნებს მჟავა-ფუძის ბალანსს. როდესაც ეს ბალანსი დარღვეულია, რაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხდება, კბილებზე ძალიან ცუდად აისახება.

თუმცა,  არ არის საჭირო ბოლომდე უარი თქვათ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილზე, უბრალოდ აუცილებელია ზომიერება, პირის ღრუს ჰიგიენური წესების დაცვა და წელიწადში 2-ჯერ სტომატოლგთან ვიზიტიც არ დაგავიწყდეთ.