სასარგებლო რჩევები

მწვანე ჩაი იცავს ემალს

მწვანე ჩაი “მწვანე ჩაი წმენდს პირის ღრუს” – ამტკიცებენ იაპონელები. იაპონელმა ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე ჩაი მართლაც ანელებს იმ მიკროორგანიზმების ზრდას და გამრავლებას, რომლებიც კბილის ემალს აფუჭებს.

კვლევებით დადგინდა, რომ დამცავი როლი ენიჭება შენაერთ ჰალოკატექინს. თუ ყოველი ჭამის შემდეგ ერთ ჭიქა მწვანე ჩაის დალევთ, ეს საკმარისი იქნება, რომ კბილები დაშლისგან დაიცვათ.მწვანე ჩაი ზრდის ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსს, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ასტიმულირებს ყველა ორგანოს მუშაობას. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ უძილო ღამის შემდეგ არაფერია ყავაზე უკეთესი, ის ხომ კოფეინს შეიცავს. თუმცა, ცოტასთვისაა ცნობილი, რომ მწვანე ჩაი გაცილებით მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავა.

ცნობილია, რომ ერთ ჭიქა ჩაიში შემავალ კოფეინს შეუძლია მთელი ორგანიზმის კუნთების ტონუსის მომატება. ამიტომ ძალიან სასარგებლოა სამუშაო დღის შუაში მწვანე ჩაის მირთმევა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ჩაი არასოდეს იწვევს ნერვული სისტემის ძლიერ აღგზნებას.