დიეტა

ინგლისური დიეტით 12–15 კილოგრამს დაიკლებთ

ინგლისური დიეტაგაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, დღის წესრიგში დგება ზედმეტი კილოგრამების წარსულში დატოვების საკითხიც.

სწორედ ამიტომ, წონაში დაკლების მსურველებს გთავაზობთ რამდენიმე სახის დიეტას და გისურვებთ წარმატებებს.

10 დღის განმავლობაში ჭამთ შემდეგნაირად:

08:00 – უზმოზე – 1 დიდი ჭიქა წყალი;
20 წთ-ის შემდეგ – 1 საშუალო ჭიქა ახლადგამოწურული გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენი;
20 წთ-ის შემდეგ – 1ჭიქა უცხიმო რძიანი კაკაო; 1კოვზი თაფლით.
12:00 – ხილი ან ჩირი.
14:00 – 0.5 კილოგრამ პამიდორს, 0.5 კილოგრამ ხახვს, 0.5 კილოგრამ სტაფილოსა და მწვანილს დაასხით 1.5 ლიტრი წყალი და ხარშეთ 20 წთ–ის განმავლობაში. მიღებული სუპი გაყავით 3 ნაწილად (გამოდის 3 დღის მარაგი). ამ სუპის წვენის 1/3 მიირთვით 3–ჯერ 10–წუთიანი შესვენებით.
16:00 – სუპის მოხარშული ბოსტნეული შეგემებული ზეთით, (ძმარი, ლიმნის წვენი, მწვანილი, მდოგვი გემოვნებით). 200 გრამი უმარილოდ მოხარშული საქონლის ან ფრინველის ხორცი (შეგიძლიათ შეანელოთ ძმრით ან მდოგვით).

14 და 16–საათიანი რაციონი უნდა შეანაცვლოთ ხოლმე ყოველდღე.

ძილის წინ:

1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.
ჭამებს შორის დალიეთ: 1 ჭიქა წყალი; 0.5 ლიმონი; 1კოვზი თაფლი.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ აგრეთვე მიირთვათ 2 ნაჭერი უმარილო და უცხიმო ყველი. მწვანილი შეგიძლიათ მიირთვათ იმდენი, რამდენიც გნებავთ.

2-კვირიანი დიეტა:

1 დღე – 2–3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (უმჯობესია, თუ ბანანს რაციონიდან ამოვიღებთ), ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით;
2 დღე – 400–500 გრამი უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი, ესეც ნაკლებად ცხიმიანი.
3 დღე – ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე – 500 გრამი ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე – ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე – 400–500 გრამი უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი, ესეც ნაკლებად ცხიმიანი.
7 დღე – ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე – 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე – ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრისა და პამიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული, რამდენიც გნებავთ.
10 დღე – 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრისა და პამიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე – 2 ცალი კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.5 ლიტრი კეფირი.
12 დღე – 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13 დღე – 300 გრამი ქათმის ხორცი, 2 ცალი კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14 დღე – 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლიტრი კეფირი.

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი. 14 დღე მინუს 10 კილოგრამი (შეეცადეთ, მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ).

დიეტა ნებისყოფის მქონეთათვის:

საჭმლის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე მკაცრად, ერთსა და იმავე დროს 4 ან 5–ჯერ, 3–4 საათის ინტერვალით, მაგ: 9:00, 13:00, 17:00, 21:00

აკრძალულია ან ძალიან იშვიათად:
  1. შაქარი (მურაბა, ჯემი, ტკბილი კომპოტი);
  2. ხილი წვენები;
  3. გაზიანი სასმელი;
  4. კანფეტი, შოკოლადი, ხალვა, ნაყინი, ნამცხვარი, ტორტი, ფუნთუშეული, ღვეზელი, ფენოვანი ცომი, მაკარონი;
  5. კრეკერი, ჩიფსი, სუხარი, თეთრი პური;
  6. შემწვარი კარტოფილი, ცხიმში შემწვარი ხორცი;
  7. ცხიმიანი პროდუქტი (ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხორცი);
  8. შებოლილი პროდუქტი, კონსერვები;
  9. თხილი, კაკალი, მიწის თხილი, მზესუმზირა;
  10. ყურძენი, ლეღვი, ზეთის ხილი;
  11. ჩურჩხელა, თათარა;
  12. მაიონეზი, არაჟანი.
ერთი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ:
  1. პური ჭვავის ან დიეტური – 100–150 გრამი (3 ნაჭერი);
  2. ყველი – 50 გრამი;
  3. უცხიმო ხაჭო – 200 გრამი;
  4. ხორცი, თევზი ან სოსისი 150 გრამი ან 1 ცალი მოხარშული კვერცხი;
  5. მაწონი ან კეფირი 2 ჭიქა;
  6. ხილი 500 გრამი;
  7. ბოსტნეული 500 გრამი: სალათის ფოთოლი, ვინეგრეტი, ლობიო, მჟავე, აჯაფსანდალი, ბოსტნეულის წვნიანი…
  8. წიწიბურა უცხიმოდ მოხარშული – 1 ჩაის ჭიქა;
  9. ჩაი და ყავა უშაქროდ;
  10. წყალი 1.5 ლიტრი (ჩვეულებრივი ან მინერალური);
სასურველია კვირაში 1 ან 2–ჯერ განტვირთვის დღეების მოწყობა:

ვარიანტი 1: 1.5 კილოგრამი ვაშლი მთელი დღის განმავლობაში და 1.5 ლიტრი წყალი;
ვარიანტი 2: 2 ჭიქა წიწიბურა, 2 ჭიქა მაწონი, 1.5 ლიტრი წყალი;
ვარიანტი 3: 200 გრამი ხაჭო, 0.5 ლიტრი მაწონი, 1.5 ლიტრი წყალი;
ვარიანტი 4: 2 კილოგრამი ბოსტნეულის სალათა, 1.5 ლიტრი წყალი;
ვარიანტი 5: 400 გრამი მოხარშული ხორცი, 3–4 ცალი კიტრი, 1.5 ლიტრი წყალი.

ინგლისური დიეტა

არ შეიძლება: ლუდის, ლიმონათის, “პეჩენიის”, თეთრი პურის, კარტოფილის, შაქრის, ტკბილეულის მიღება.
ყოველდღიურად ერთი ცალი ვიტამინის მიღება აუცილებელია.

1.ორი მშიერი დღე:

დღეში 1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური;

2. ორი ცილის დღე:

საუზმე – 1 ფინჯანი ყავა (შეიძლება რძით), 1 ნაჭერი შავი პური, 0,5 ჩაის კოვზი კარაქი, 0,5 ჩაის კოვზი თაფლი.
სადილი – 1 ჯამი ხორციანი ბულიონი, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი შავი პური.
სამხარი – (16 სთ) – 1 ჭიქა რძე ან ჩაი თაფლით.
ვახშამი (19 სთ) – 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, თევზი, ან მჭლე ვიჩინა ან ორი ცალი კვერცხი ან 1 ჭიქა კეფირი, 1 ნაჭერი შავი პური.

3. ორი ბოსტნეულის დღე:

საუზმე – ორი ვაშლი ან ფორთოხალი;
სადილი – 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის წვნიანი ზეთით. სალათი ან ვინეგრეტი;
სამხარი (16 სთ) – ხილი;
ვახშამი (19 სთ) – ჩაი თაფლით, შავი პური, სალათი.

დიეტა მხოლოდ ოცი დღე უნდა იქნას დაცული. მშიერი დღეები არ მეორდება, მეორდება მხოლოდ ცილისა და ბოსტნეულის დღეები. დაიკლებთ 12–15 კილოს. შემდეგ შეიძლება ყველაფრის მიღება, ოღონდ, ყოველდღიურად აუცილებელია 200 გრამი ხაჭო.