სასარგებლო რჩევები

ვინ ავადდება ჰაიმორიტით უფრო ხშირად?

ჰაიმორიტიჰაიმორის ღრუების ანთება უპირატესად იმ ბავშვებს ემართებათ, რომლებიც ზედმეტ სითბოს არიან მიჩვეულნი, სათბურის პირობებში იზრდებიან. ჰაიმორიტისგან ბავშვის დაცვა უშუალოდ არის დამოკიდებული მისი ორგანიზმის უნარზე, გაუძლოს სიცივეს, დაბალ ტემპერატურას, ტემპერატურის სწრაფ ცვალებადობას.

არსებობს ასეთი ცნება – სიცივის ზღვარი. ეს არის ტემპერატურის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელსაც უძლებს ბავშვის ორგანიზმი და არ ავადდება (ცნობისათვის: ეს ცნება ტემპერატურასთან ერთად ტენიანობასა და ქარის სიძლიერესაც მოიაზრებს). რაც უფრო დაბალია ეს ზღვარი, მით უფრო მეტია ალბათობა, ამინდის მცირე ცვლილების დროსაც კი ბავშვს ჰაიმორის ღრუების ანთება დაეწყოს. გაუკაჟებელი, სითბოს მიჩვეული ბავშვი საკმარისია ქარიან ამინდში ქუჩაში მოხვდეს, სიცივეში თბილი ოთახიდან აივანზე გავიდეს ან მთიან კურორტზე დასასვენებლად ჩასულმა ცივი ჰაერი ჩაისუნთქოს, რომ ჰაიმორიტი დაეწყება.

ამ დაავადების თავიდან აცილება კი, გვერწმუნეთ, განკურნებაზე იოლია.