ჯანმრთელი კვება

განიცდიან თუ არა ვეგეტარიანელები ვიტამინების ნაკლებობას

ვეგეტარიანელები, ვიტამინების ნაკლებობავეგეტარიანელობას ბევრი ჯანსაღი კვების ერთ-ერთ მთავარ პრინციპად მიიჩნევს, ისინი საკვებად მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს იყენებენ. ასეთი რაციონი ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით ვერ ამარაგებს და ექიმთა უმრავლესობის აზრით, ასეთი კვება არასრულფასოვანია.

ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა ლაკოვეგეტარიანული დიეტა, რომელშიც კვერცხი და რძის პროდუქტებიც შედის. კვების ასეთი სისტემა ორგანიზმს სათანადო რაოდენობის ცილებით უზრუნველყოფს, ასევე – კალციუმით, რომელსაც ვეგეტარიანელთა რაციონი მოკლებულია. მცენარეული საკვები ასევე ღარიბია B12 ვიტამინით.

ვეგეტარიანელობის პლუსი: ბევრი თანამედროვე ვეგეტარიანელი ასეთი რაციონით არა ჰუმანურობის გამო, არამედ იმიტომ იკვებება, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. რაღაცაში ნამდვილად მართლები არიან. ვეგეტარიანელთა შორის გაცილებით ცოტას აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, დიაბეტი. პრაქტიკულად არ აღენიშნებათ კენჭოვანი დაავადებები.

ხილი და ბოსტნეული, რომელთაც ვეგეტარიანელები უხვად მიირთმევენ, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და კიბოს პროფილაქტიკური საშუალებებია.

გარდა ამისა, მცენარეული საკვები შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც კუჭში ლპობის პროცესს აფერხებს, ნაწლავების ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, არ შეიცავს ქოლესტერინს და უფრო მეტიც, ორგანიზმიდან გამოდევნის კიდეც.

ბურღულეული მდიდარია მცენარეული ცილით, ბოჭკოებით, B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით. ქერი და შვრია სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, რაც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია.