ბოსტნეულის წვენები ჯანმრთელობის სამსახურში
ჭარხლის წვენი ყველაზე ძვირფასი საშუალებაა სისხლის წითელი ბურთულაკების წარმოსაქმნელად და, საერთოდ, სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.
ეს წვენი განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო, თუ მას ყოველდღიურად 0,5 ლიტრს დალევენ სტაფილოს წვენთან შერეულს. კლიმაქტერულ პერიოდში ასეთი პროცედურა მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე წამლები ან სინთეტიკური ჰორმონები.
სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევი
ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში ქვები და ქვიშა ბუნებრივი შედეგია იმისა, რომ ორგანიზმს არ ძალუძს მასში კონცენტრირებული სახამებლისა და შაქრის მიღების გამო დაგროვილი არაორგანული კალციუმის გამოყოფა.
პურის, მარცვლეულისა და ფქვილეულ პროდუქტთა გამუდმებით მიღებისას ორგანიზმში თანდათან იზრდება არაორგანული კალციუმის რაოდენობა და წარმოიქმნება ქვიშა და ქვები.
ამ წარმონაქმნთა მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში გაზავებული 1 ლიმონის წვენის დღეში რამდენჯერმე და ნახევარი ჭიქა სტაფილოს, კიტრისა და ჭარხლის წვენების ნარევის დღეში 3-4-ჯერ მიღება. ეს ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში (შესაბამისად ქვების რაოდენობისა და ზომებისა) ქვიშისა და ქვის გაქრობას.