დიეტა

ვაშლი გახდომაში დაგეხმარებათ

ვაშლი გახდომაში დაგეხმარებათვაშლი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა და სწორედ ამიტომ მისი დახმარებით, ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე, უმტკივნეულოდ შეგიძლიათ წონაში დაკლებაც.

მადის დამთრგუნველი
ვაშლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, რადგან მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. იგი პექტინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ გადამუშავდება, სამაგიეროდ ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს.

პექტინი ნაწლავებში ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აქტივაციას, მავნე პროდუქტებს, მძიმე ლითონებს, რადიონუკლიდებს, ტოქსინებს და ა.შ. გამოდევნის. სწორედ ამიტომაა გახეხილი ვაშლი ფაღარათის წინააღმდეგ მებრძოლი არაჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდი. ხოლო დიეტა, რომელიც გამდიდრებულია პექტინებით, 30%-ით დაბლა სწევს ქოლესტერინს და იმავდროულად ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. პექტინებს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის დაუჟანგავი პროდუქტები (თავისუფალი რადიკალები) გამოჰყავს.

წონის დაკლება და გაჯანსაღება ერთდროულად
ორგანიზმის მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან გასაწმენდად კვირაში ერთხელ სასურველია განტვირთვის დღე მოიწყოთ. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1,5 კილოგრამი ვაშლი და 4 ჩაის ჭიქა ნაკლებად შაქრიანი ჩაი. ორგანიზმის ასეთი გაწმენდა წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

კვირაში 0,5-1 კილოგრამი ვაშლი დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება (50 კალორია 100 გრამში), ხოლო ისინი ვინც ყოველი ჭამის წინ რეგულარულად მიირთმევენ თუნდაც ერთ ცალ ვაშლს, ავტომატურად თრგუნავენ ჭამის მადას, თუმცა ასტიმულირებენ და არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას და თავიდან იცილებენ შეკრულობასაც.