საფირმო დიეტა
სპეცილისტები გახდომის მსურველებს შემდეგ დიეტას ურჩევენ, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა. ეს არის კარტოფილის საფირმო დიეტა:
პირველი დღე: 5 ცალი კანიანად მოხარშული კარტოფილი და ნახევარი ლიტრი კეფირი.
მეორე დღე: 300 – 400 გრამი ჩირი, რომელსაც წინა ღამით უნდა დავასხათ მდუღარე წყალი და ნახევარი ლიტრი კეფირი.
მესამე დღე: ნახევარი კგ არაჟანი და ნახევარი ლიტრი კეფირი.
მეოთხე დღე: ნახევარი კგ ხაჭო და ნახევარი ლიტრი კეფირი.
მეხუთე დღე: შეგვიძლია მივირთვათ ნახევარი ქათამი, ან ნახევარი კილო ძროხის, ან ხბოს ხორცი (ღორის ხორცი არ შეიძლება), ნახევარი ლიტრი კეფირი.
მეექვსე დღე: 2 კგ მწვანე ვაშლი და ნახევარი ლიტრი კეფირი.
მეშვიდე დღე: ნახევარი ლიტრი კეფირი.
მერვე დღე: 1,5 ლიტრი მინერალური წყალი.
ამ დიეტის შემდეგ, კვების ნორმალურ რეჟიმს ნელ-ნელა უნდა დავუბრუნედეთ. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შაქარი, პურ-ფუნთუშეული, ცომეული, ნაღების კარაქი, კვერცხის გული, სანალებლები, კეტჩუპი, მაიონეზი, ცხიმიანი პროდუქტები. არ უნდა მივირთვათ შემწვარი საკვები, ხორცი კი ან მოვხარშოთ, ან მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.